ჩინეთი საქართველოში ჩინური ავტომობილების ბაზრობის გახსნას გეგმავს
„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ მოეწყოს მანქანების ბაზრობა საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიების მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს წესით უნდა იყოს", - ამის შესახებ ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.