სერგეი ლავროვი – რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ნატოს მისიის მთელს მსოფლიოში განვრცობას წინააღმდეგობა გაუწიოს

სერგეი ლავროვი – რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ნატოს მისიის მთელს მსოფლიოში განვრცობას წინააღმდეგობა გაუწიოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო საშიშ თამაშს თამაშობს, როდესაც სურვილს გამოთქვამს, რომ თავისი მისია მთელს მსოფლიოში განავრცოს. მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავს ტენდენციებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

„არსებობს მტკიცებულებები, რომ ნატოს ყურადღება აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკვე გააჟღერა, რომ ნატოს მისია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზეც უნდა გავრცელდეს. თუ მათ დავუჯერებთ, ნატოს მისია მთელს მსოფლიოში უნდა განავრცონ. ეს ძალიან სახიფათო თამაშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავს ტენდენციებს წინ აღვუდგეთ და ცნობიერება ავუმაღლოთ იმ ქვეყნებს, რომლებზეც მსგავსი მცდელობები ვრცელდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საშიში კურსია,“ -განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ აღმოსავლეთში ნატოს მისიის გაფართოების პრევენცია მხოლოდ დიპლომატიური გზებით ვერ მოხერხდება.

„აუცილებელია სხვა ზომების მიღებაც. რომლებიც რუსეთის მიმართ მომდინარე საფრთხეების ადეკვატური იქნება. გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ საკითხებს პირადად აკონტროლებს. ყველა დიპლომატიური თუ არადიპლომატიური უწყება ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა,“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.