2021 წელს 7 თვის განმავლობაში ნიგერიაში 3 500 ქრისტიანია მოკლული

2021 წელს 7 თვის განმავლობაში ნიგერიაში 3 500 ქრისტიანია მოკლული

2021 წლის 7 თვის განმავლობაში ნიგერიაში 3 500 ქრისტიანია მოკლული
გამოცემა „Crux“-ის თანახმად, ნიგერიაში ბოლო წლებში ქრისტიანთა დევნამ არნახული მასშტაბი შეიძინა. 2021 წლის პირველ 200 დღეში ნიგერიაში მოკლეს 3 462 ქრისტიანი, მათ შორის, 10 მღვდელი და პასტორი.
ბოლო პერიოდში ქრისტიანობის გამო ნიგერიაში ადამიანები იდევნებიან, ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაციები აქ აქტიურად მუშაობენ. ქვეყნის მოსახლეობაში ქრისტიანები და მუსლიმები თანაბრად არიან წარმოდგენილი (დაახლ. 80-80 მილიონი).
ნიგერიული ორგანიზაციის „საერთაშორისო საზოგადოება სამოქალაქო თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისათვის“ განცხადებით, ისლამური ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ ან სხვა ჯიჰადისტთა დაჯგუფებები 2021 წლის 1 იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით, ყოველდღიურად 17 ქრისტიანს ხოცავენ. ეს 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია, როდესაც ჯიჰადისტებმა 5 000-ზე მეტი ქრისტიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
გარდა მკვლელობისა, ისლამისტებმა ამ პერიოდში 3 000 ქრისტიანიც გაიტაცეს, ძირითადად - გოგონები და ქალები, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამას გარდა, მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ 300-მდე ეკლესიას დაესხნენ თავს, გაძარცვეს და გადაწვეს.

სამოქალაქო თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ისინი, ვინც ქვეყანაში ქრისტიანებს ხოცავენ, „აგრძელებენ მართლმსაჯულებისგან თავის არიდებას და დაუსჯელნი რჩებიან, რაც იწვევს განმეორებით სისასტიკეს“.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ნიგერიის მთავრობამ მსხვერპლი და მათი ოჯახები ბედის ანაბარა დატოვა- ისინი, ვინც თავდასხმებს გადაურჩნენ, განიცადეს ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, ჯიჰადისტები თავისუფლად მოქმედებენ. ამავდროულად, რადიკალები იტაცებენ, კლავენ, ძარცვავენ და იძულებით აქცევენ ტყვედ დაუცველ ქრისტიანებს, ანგრევენ და წვავენ მათ სახლებს, სალოცავებს და სკოლებს. თუმცა, იგივე უშიშროების ძალები „რეაგირებენ უკიდურესი სიძულვილით და სისასტიკით, როცა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ქრისტიანებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ“.