საქართველო ''ისტორიული საგარეო ვალის'' გადახდას 2025 წელს დაასრულებს

საქართველო ''ისტორიული საგარეო ვალის'' გადახდას 2025 წელს დაასრულებს

ფინანსთა სამინისტრომ ვალის მართვის ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს დასრულდება “ისტორიული საგარეო ვალის” მომსახურების პროცესი. ეს თანხები ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების მიმართ არსებულ და “პარიზის კლუბში” რესტრუქტურიზებულ სესხებს მოიცავს.

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს რუსეთის მიმართ 99.8 მილიონი ლარის, ანუ $31.6 მილიონის საგარეო ვალი აქვს. სომხეთის მიმართ საგარეო ვალი კი $4.2 მილიონი ლარი, ანუ 13.3 მილიონი ლარია. ასევე $5.4 მილიონ ლარს შეადგენს საგარეო ვალი ყაზახეთის მიმართაც.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს მთავრობა რუსეთს საგარეო ვალის მომსახურების სახით 24.3 მილიონ ლარს გადაუხდის, საიდანაც 20.8 მილიონი ლარი ვალის ძირი, 3.5 მილიონი ლარი კი საპროცენტო განაკვეთი იქნება.

სომხეთის მიმართ კი მომდევნო წელს ვალი 3.3 მილიონი ლარით შემცირდება. ყაზახეთის მიმართ ვალის მომსახურებისთვის კი გაისად 3.85 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საქართველო რუსეთის მიმართ რესტრუქტურიზებულ ვალს 17 წელზე მეტია იხდის, 2003 წელს ამ ვალის მოცულობა $156 მილიონ დოლარს შეადგენდა. სომხეთის მიმართ ვალი კი აღნიშნულ პერიოდში $20 მილიონი იყო.

ჯამურად, ამ რესტრუქტურიზებული სესხების გასტუმრება 2025 წლისთვის დასრულდება.


წყარო: https://bm.ge/ka/article/rodis-daasrulebs-saqartvelo-rusetisa-da-somxetistvis-valis-gadaxdas/95732/