
ავღანეთი: თალიბანმა გამოაცხადა ახალი წესები ქალი სტუდენტებისთვის
ავღანეთის უნივერსიტეტები სქესის მიხედვით იქნება დაყოფილი და ახალი ისლამური ჩაცმის წესები დაინერგება, თქვა თალიბანმა კვირას.
უმაღლესი განათლების მინისტრმა აბდულ ბაკი ჰაკანმა აღნიშნა, რომ ქალებს შეეძლებათ სწავლა, მაგრამ არა მამაკაცებთან ერთად.
მან ასევე გამოაცხადა შესასწავლი საგნების მიმოხილვა. ქალებსა და გოგონებს ეკრძალებოდათ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწვლა თალიბანის მმართველობის პერიოდში 1996-2001 წლებში.
ზოგი ვარაუდობს, რომ ახალი წესები ქალებს ხელს შეუშლის განათლების მიღებისგან, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი ცალკეული კლასების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ბატონი ჰაკანი ამტკიცებს, რომ საკმარისი ქალი მასწავლებლები არიან და სადაც ისინი არ არიან, ალტერნატივები მოიძებნება.
ახლად დანიშნულმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ უნივერსიტეტებში სასწავლ საგნებს გადახედავს. მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ თალიბანს სურდა "შექმნას გონივრული და ისლამური სასწავლო გეგმა, რომელიც შეესაბამება ჩვენს ისლამურ, ეროვნულ და ისტორიულ ღირებულებებს და მეორე მხრივ, შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს".
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის