აშშ-ში ქალთა სპორტში ტრანსგენდერმა მამაკაცმა მოცურავემ ტრანსგენდერი ქალი მოცურავე დაამარცხა

აშშ-ში ქალთა სპორტში ტრანსგენდერმა მამაკაცმა მოცურავემ ტრანსგენდერი ქალი მოცურავე დაამარცხა

პენსილვანიის უნივერსიტეტის ტრანსგენდერი  ქალი მოცურავე ლია თომასი 100 იარდზე  (1 იარდი = 0.9144 მეტრს) თავისუფალი სტილით ცურვის შეჯიბრში ტრანსგენდერ მოცურავე მამაკაცთან ისაკ ჰენიგთან დამარცხდა.

ისაკ ჰენიგი ქალია, რომელიც სქესს იცვლის და საკუთარ თავს მამაკაცად მიიჩნევს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ლია თომასი პენსილვანიის უნივერსიტეტს, იელის უნივერსიტეტსა და დართმუზის კოლეჯს შორის სამმხრივ შეხვედრაში 100-იარდიან დისტანციაზე დამარცხდა.

იელის უნივერსიტეტის სტუდენტმა ისაკ ჰენიგმა ლია თომასი მარტივად დაამარცხა. 100-იარდიანი დისტანცია მან 49.57 წამში დაფარა, ლია თომასს კი ამისთვის 52.84 წამი დასჭირდა.

მართალია, ისაკ ჰენიგს ოპერაციის შემდეგ მკერდი უკვე აღარ აქვს, მაგრამ მას სქესის შეცვლისთვის საჭირო თერაპია ჯერ არ გაუვლია და ქალთა სპორტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა კვლავ აქვს.

ისაკ ჰენიგი იელის უნივერსიტეტის ქალ მოცურავეთა გუნდის წევრი 2018 წელს გახდა.

ლია თომასი, რომელიც სამი სეზონის განმავლობაში პენსილვანიის უნივერსიტეტის მამაკაცთა გუნდის წევრი იყო უილ თომასის სახელით, ქალთა სპორტში საკამათო ფიგურა გახდა. მან ქალთა გუნდში გაწევრიანების შემდეგ არაერთი რეკორდი მოხსნა და ბევრი შეჯიბრი მოიგო.

სტუდენტების მშობლებისა და სპორტსმენების ნაწილი ლია თომასის წარმატებას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ მას ქალთა სპორტში უსამართლო უპირატესობა ჰქონდა. ზოგიერთმა ქალმა მოცურავემ წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ ლია თომასი ქალთა სპორტში მარტივი გამარჯვებების გამო ტრაბახობდა.

„ეს ისეთი მარტივი იყო, მე კრუიზში ვიყავი,“- განაცხადა ლია თომასმა ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ.

ათლეტების პროტესტის მიუხედავად აივი ლიგა და სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაცია ლია თომასს მხარდაჭერას უცხადებენ.

სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაციის განცხადებით, პენსილვანიის უნივერსიტეტი და ლია თომასი ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ერთობლივად მუშაობდნენ, რათა ასოციაციის პროტოკოლები შეესრულებინათ და ტრანსგენდერ ათლეტს ქალთა სპორტში მონაწილეობის უფლება მიეღო. აივი ლიგა სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაციის პოლიტიკას იზიარებს და ტრანსგენდერი ათლეტებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.