2021 წელს ბრიუსელში დაბადებულ ბიჭებს შორის მოჰამედი ყველაზე გავრცელებული სახელია

2021 წელს ბრიუსელში დაბადებულ ბიჭებს შორის მოჰამედი ყველაზე გავრცელებული სახელია

2021 წელს ევროკავშირის ცენტრში, ბრიუსელში დაბადებულ ბიჭებს შორის მოჰამედი ყველაზე გავრცელებული სახელია.

ბელგიის სტატისტიკის სამსახურის Statbel-ის მონაცემებით, 2021 წელს სახელი „მოჰამედის“ ორივე ფორმა (Mohamed – Mohammed) ბრიუსელში დაბადებული ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელების სამეულშია (Mohamed – პირველ ადგილს იკავებს, Mohammed- მესამეს). სახელი მოჰამედი ბრიუსელში სულ 18,430 ახალშობილ ბიჭს დაარქვეს.

2021 წლის ყველაზე პოპულარულ ბიჭის სახელებს შორის მეორე ადგილს იკავებს ჟანი, რომელიც ბრიუსელში 6 089 ახალშობილ ბიჭს დაარქვეს.

ბრიუსელში ახალშობილი ბიჭების პოპულარული სახელების ათეულის 43% ისლამურ ტრადიციულ სახელებზე მოდის. ყველაზე პოპულარულ სახელებს შორის მეოთხე ადგილს აჰმედი იკავებს.

Remix News-ის ინფორმაციით, ბელგიელები ბრიუსელში უმცირესობას წარმოადგენენ.