ცნობილი ამერიკული გაზეთის USA Today-ის სტატიამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ „პედოფილია არასწორად არის გაგებული“ საზოგადოების მრისხანება დაიმსახურა

ცნობილი ამერიკული გაზეთის USA Today-ის სტატიამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ „პედოფილია არასწორად არის გაგებული“ საზოგადოების მრისხანება დაიმსახურა

ცნობილი ამერიკული გაზეთი USA Today პედოფილიის თემაზე გამოქვეყნებული სტატიის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „პედოფილია არასწორად არის გაგებული.“ საზოგადოების მძაფრი რეაქციის გამო გაზეთმა წაშალა ტვიტები, რომელშიც სტატია იყო გაზიარებული.

„რა არასწორი წარმოდგენები არსებობს საზოგადოებაში პედოფილიის შესახებ?“ – სტატიის ამ სათაურმა საზოგადოება განარისხა, რის შემდეგაც გაზეთმა ის ახალი სათაურით ჩაანაცვლა: „რთულად გასაგები კვლევა პედოფილიის მიღმა.“

„პედოფილია ყველაზე საშინელ სოციალურ დაავადებად განიხილება, მაგრამ მეცნიერები, რომლებიც ამ სექსუალურ აშლილობას სწავლობენ, თვლიან, რომ ის ყველაზე არასწორად გაგებულია,“- აღნიშნულია სტატიის შესავალში.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ პედოფილია გავრცელებული სოციალური პრობლემის, ბავშვზე სექსუალური ძალადობის სინონიმია. მეცნიერები, რომლებიც პედოფილიას სწავლობენ, აცხადებენ, რომ ეს ტერნიმინი მიზიდულობას აღწერს და არა მოქმედებას. ბავშვზე სექსუალური ძალადობის მნიშვნელობით მისი გამოყენება არასწორ აღქმას იწვევს,“- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ფსიქოლოგ ანა სალტერის ციტატა, რომელშიც ის პედოფილებსა და ბავშვებზე სექსუალურ მოძალადეებს ერთმანეთისგან მიჯნავს.

„არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვებისადმი სექსუალური მიზიდულობა აქვთ. არსებობენ ადამიანები,რომლებიც პედოფილები არ არიან და ბავშვებზე ძალადობენ. ისინი ამას აკეთებენ, რადგან გაბრაზებულები არიან, რადგან ზრდასრული ქალების ეშინიათ ან რევანშის სურვილი აქვთ,“ – აღნიშნავს ანა სალტერი.

სტატიაში ციტირებულია კლინიკური ფსიქოლოგი ჯეიმს კენტორი, რომელიც პედოფილიის ლგბტქ+ ჯგუფში შეყვანას უჭერს მხარს.

გაზეთმა სტატია Twitter-ზე გააზიარა და ტვიტი ასე დაასათაურა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცით, რა არის პედოფილია, მაგრამ ბევრი რამ არის, რაც არასწორად გვესმის.“ მოგვიანებით გაზეთმა ტვიტი წაშალა.

USA Today-ის სტატია საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა. სტატიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპი უმცროსიც გამოეხმაურა.

„USA Today პედოფილების „გაგებას“ ცდილობს. ეს  მსგავსი ტიპის ქცევის ნორმალიზების მცდელობისკენ გადადმული პირველი ნაბიჯია,“ – აღნიშნა უმცროსმა დონალდ ტრამპმა.