
ევროკავშირმა რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა
ორშაბათს ევროკავშირმა მოსკოვს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ერთი წლის წინ პირობით გათავისუფლების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ევროკავშირში თვლიან, რომ ალექსეი ნავალნის დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
„დღეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის რუსეთში ჩასვლიდან და დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. რუსეთში ჩასვლამდე მან დაასრულა მკურნალობა ბერლინში, სადაც რუსეთის ტერიტორიაზე მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ მკურნალობდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ,“ – აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
ჟოზეფ ბორელმა რუსულ სახელმწიფო მედიაში ნავალნისა და მისი თანამოაზრეების შესახებ დეზინფორმაციის კამპანია და რუს ოპოზიციონერთან დაკავშირებული ორგანიზაციების ქსელის დევნა დაგმო.
ივნისში რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის