აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა
პოლიტიკა
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
 
„როგორც ისრაელის უწყვეტი მხარდამჭერისთვის, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა აღარ შეესაბამება ისრაელის საჭიროებებს“, – განაცხადა შუმერმა.
 
მისი თქმით, ის პატივს სცემს ბენიამინ ნეთანიაჰუს „არაჩვეულებრივ ვაჟკაცობას ბრძოლის ველზე“ და მიიჩნევს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ისრაელის უსაფრთხოებაა, თუმცა ნეთანიაჰუმ საკუთარი გზა დაკარგა.
 
„მჯერა, ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რათა მოხდეს ჯანსაღი, ღია გადაწყვეტილების მიღების პროცესი ისრაელის მომავლის შესახებ იმ დროს, როდესაც ამდენმა ისრაელელმა დაკარგა ნდობა მთავრობის ხედვისა და მიმართულების მიმართ“, – განაცხადა შუმერმა.