
ავსტრიის პარლამენტმა ქვეყანაში ყველა ზრდასრული ადამიანისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხარი დაუჭირა
ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ თებერვლიდან ქვეყანაში ყველა ზრდასრული ადამიანისთვის სავალადებულო ვაქცინაციის შემოღებას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. გამონაკლისი მხოლოდ ორსულებისთვის და სპეციალური სამედიცინო ჩვენების მქონე ადამიანებისთვის დაიშვება.
კოვიდგადატანილები ვაქცინაციის ვალდებულებისგან 180 დღით გათავისუფლებიან.
კანონი ახლა პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა ეს უბრალო ფორმალობას წარმოადგენს.
„რაც უფრო ბევრი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები ადამიანი იღუპება ეპიდემიისგან,“ – განაცხადა ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ვოლფგანგ მუკშტაინმა.
სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხოლოდ მემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტიამ“ არ დაუჭირა მხარი.
„ამ იძულების შემოღება ავსტრიაში ადამიანის თავისუფლების მკვლელობაა, ტერორისტული თავდასხმაა მოსახლეობის ადამიანურ ღირსებაზე,“- განაცხადა პარტიის პრეზიდენტმა ჰერბერტ კიკლმა.
სავალდებულო ვაქცინაციის ახალი კანონის თანახმად, არავაქცინირებულები 600-დან 3600 ევრომდე თანხით დაჯარიმდებიან.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის