შვედეთში მასწავლებელი სამსახურიდან გაანთავისუფლეს იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ტრანსგენდერი ბავშვისთვის გენდერულ-ნეიტრალური ნაცვალსახელით მიემართა

შვედეთში მასწავლებელი სამსახურიდან გაანთავისუფლეს იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ტრანსგენდერი ბავშვისთვის გენდერულ-ნეიტრალური ნაცვალსახელით მიემართა

სამსახურიდან განთავისუფლებული მასწავლებელი ამბობს, რომ ის პატივისცემით  ეპყრობოდა ოჯახს, მაგრამ „იცავდა იდეოლოგიისგან თავისუფალ ენას სასკოლო სისტემაში“.

შვედი მასწავლებელი იმის გამო გაანთავისუფლეს სკოლიდან, რომ მან უარი თქვა არაბინარული სტუდენტისთვის, სახელად „საგა“, მიემართა გენდერულ-ნეიტრალური ნაცვალსახელით.

ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანი, თავის მშობლებთან ერთად რვა თვის განმავლობაში სთხოვდა  მასწავლებელს, მასთან მიმართებით გამოეყენებინა ნაცვალსახელი „hen“, რომელიც წარმოადგენს ახალ შვედურ ნაცვალსახელს და არც მამრობითია და არც მდედრობითი. ნაცვალსახელი შვედეთის სკოლის ლექსიკონში შეტანილ იქნა 2015 წელს.

ნაცვალსახელი „hen“ ფართოდ არის გავრცელებული შვედეთში, მაგრამ „საგას“, რაც არ არის სტუდენტის ნამდვილი სახელი, არამედ ეს არის სახელი, რომლითაც შვედური პრესა მიმართავს მას, სურდა, რომ მასწავლებელს მასთან მიმართებით გამოეყენებინა იგი, არწმუნებდა რა პედაგოგს, რომ ეს სახელი ეხმარებოდა მას ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებაში, რომელიც შეექმნა მისი გაურკვევლობის გამო საკუთარ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით.

მასწავლებელმა თავისი უარის თქმა გაამართლა ქრისტიანულ რწმენაზე აქცენტის გაკეთებით და თქვა, რომ ის „იცავს იდეოლოგიურად თავისუფალ ენას სასკოლო სისტემაში“.

შვედი სახალხო დამცველი გაეცნო საქმეს და განაცხადა, რომ ეს არის ადამიანის შევიწროვებისა და დისკრიმინაციის სერიოზული შემთხვევა, რის წინააღმდეგაც საჭიროა ბრძოლა და შესასბამისი ზომების მიღება.

სახალხო დამცველის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ „მასწავლებელმა სტუდენტის მიერ გამოხატული სურვილის წინააღმდეგ, განზრახ  შეიკავა თავი იმ ნაცვალსახელის გამოყენებისგან, რასთანაც სტუდენტი ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. აღნიშნული წარმოადგენს ადამიანის შევიწროვების სერიოზულ ფორმას. სკოლაში ყველა სტუდენტმა თავი უნდა იგრძნოს უსაფრთხოდ, უნდა იცოდეს, რომ მას პატივისცემით ეპყრობიან და არ ახდენენ მის დისკრიმინაციას“.

სკოლა, რომელმაც ვერ იმოქმედა საკმაოდ ოპერატიულად, მოუწევს 15000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა მოზარდისთვის.

„საგა“ შევიწროვების და დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა თავისი მასწავლებლის მხრიდან, რომელმაც უარი განაცხადა მასთან მიმართებით გამოეყენებინა გენდერულ-ნეიტრალური ნაცვალსახელი, აცხადებს სახალხო დამცველი მის მიერ გამოტანილ განაჩენში.

„არცერთმა ბავშვმა არ უნდა გაიაროს ის, რისი გავლაც საგას მოუხდა“, აცხადებს საგას დედა.

„სკოლის დირექტორის პირობის მიუხედავად, რომ ის გაესაუბრებოდა მასწავლებელს, სტუდენტს არასწორი ნაცვალსახელით ერთ სემესტრზე მეტი ხნის განმავლობაში მიმართავდნენ“, აცხადებს სახალხო დამცელი თავის პრეს-რელიზში.

Tags: საზოგადოება ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები Cancel Culture