იტალიაში მიგრანტების არალეგალური შემოსვლა თითქმის გასამმაგდა იანვარში

იტალიაში მიგრანტების არალეგალური შემოსვლა თითქმის გასამმაგდა იანვარში

მიმდინარე წლის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ შემოდიან იტალიის მიწაზე, თითქმის გასამმაგდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ქვეყანა განაგრძობს ბრძოლას არალეგალი მიგრანტების შემოსვლის წინააღმდეგ და ახორციელებს მათ დეპორტაციას.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრანტების შემოსვლის ყველაზე დიდი ტალღა დაფიქსირდა მიმდინარე წლის პირველ თვეში, რა დროსაც ქვეყანაში შემოაღწია 3035 მიგრანტმა, თითქმის გასამმაგებულმა რაოდენობამ 2021 წლის იანვარში შემოსულ ნაკადთან შედარებით, რომელმაც შეადგინა 1039 არალეგალი.

დეპორტაცია იტალიის ხელისუფლებისთვის საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს, რაც ხორციელდება პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ხელმძღვანელობით. პრემიერი ცდილობს, პრობლემა ევროკავშირის დონეზე გადაჭრას, რაც გაამარტივებს და დააჩქარებს არალეგალების რეპატრიაციას.

მიგრანტები, ასევე, ხშირად უარს ამბობენ ვუჰანის კორონავირუსთან დაკავშირებული ტესტის ან ვაქცინის გაკეთებაზე, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნიდან დეპორტაცია.

იანვარში არალეგალი მიგრანტების შემოსვლის გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა ასევე, ესპანეთში, სადაც 4202-მა მიგრანტმა არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, რაც 30,6 პროცენტით გაზრდილი ციფრია წინა წელთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ბევრად შთამბეჭდავად მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებით ასევე, იმას, რომ  მიგრანტების უმეტესობა ქვეყანაში შემოსასვლელად საკმაოდ რთულ მარშრუტს ირჩევს – ესპანეთის კანარის კუნძულების მხრიდან.

სახელისუფლებო ორგანოებში წუხილს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შემოსული მიგრანტების ასეთი დიდი ნაკადის მიუხედავად, ძალიან ცოტა არალეგალის დეპორტაცია ხერხდება, რაც სავარაუდოდ, იმის ბრალია, რომ არ არსებობს ევროკავშირის ცეტნრალიზებული პოლიტიკა მიგრანტების გაყვანის თაობაზე.

იტალიის მიმართულებით მიგრანტების უწყვეტი ნაკადი მოედინება ასევე, ცენტრალური ხმელთაშუა მარშრუტის გავლით, რომლის საშუალებითაც 2021 წელს, UNHCR-ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მეტი – 68309 არალეგალი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდერე ევროპის ყველა სხვა მთავარი საიმიგრაციო მარშრუტების საშუალებით.

UNHCR-ის შეფასებით, 1 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ხმელთაშუაზღვის გავლით ევროპაში 8650-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. რაც შეეხება ესპანურ მარშრუტს, ის ამჟამად ყველაზე აქტიურია, რომლის საშუალებითაც ქვეყნის საზღვარი 5000-მა არალეგალმა მიგრანტმა გადაკვეთა, მაშინ როცა იტალიაში მათმა რაოდენობამ იმავე პერიოდში 3053 შეადგინა.

Tags: ევროპა მიგრანტები