ანტი-LGBTI რიტორიკა თანდათან მატულობს მთელს ევროპაში

ანტი-LGBTI რიტორიკა თანდათან მატულობს მთელს ევროპაში

ILGA-ევროპის (სამართალდამცავი ორგანიზაცია) მიერ სამშაბათს, 15 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ანტი-LGBTI რიტორიკა სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს მთელს  ევროპაში. ამავე დროს, ციფრები ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივმა აზრმა ნამდვილად საზოგადოების მხარეს გადაინაცვლა,  რაც ყველაზე შესამჩნევია უნგრეთში.

ძალადობის და სიძულვილის ზრდა შეიმჩნევა არა მხოლოდ გამომრიცხავი კანონების ისტორიის ქვეყნებში, როგორიცაა, პოლონეთი ან უნგრეთი, არამედ ასევე, საფრანგეთსა და გერმანიაში. ამ უკანასკნელში ანტი-LGBTI სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული 2021 წლის განმავლობაში 39%-ით გაიზარდა.

წარმოდგენილ ანგარიშში რაოდენობრივი მონაცემები მოიცავდა დანაშაულთან დაკავშირებულ ანგარიშებს, გამოკითხვებს და საზოგადოების წევრების ჩვენებებს.

ILGA-ის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ პარადისი შესაბამის დასკვნებს მიაწერს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ სარგებელი მიიღონ დაყოფისა და ფრაგმენტაციისაგან.

„ის ახდენს დაყოფას ე.წ. ტრადიციულ ღირებულებებსა და პროგრესულ ღირებულებებს შორის“, აცხადებს პარადისი.

ILGA-ის აღმასრულებელი დირექტორის თანახმად, ეს პოლიტიკოსები LGBTI საზოგადოებას თვლიან ბავშვებისთვის ზიანის მომტანად. ტრანსგენდერის უფლებების დამცველი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან გენდერულ თანასწორობას. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი, როგორც ჩანს, არ ასახავს ასეთ დისკურსს.

უნგრელების თითქმის სამი-მეოთხედი მხარს უჭერს ტრანსგენდერი ხალხის უფლებას, შეიცვალონ თავიანთი სახელი და სქესი, ოფიციალურ დოკუმენტებში ასახვით, 59% კი მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას, ნათქვამია ანგარიშში, მიუხედავად გასულ წელს შემოღებული კანონმდებლობისა, რომელიც კრძალავს გეი და ტრანსგენდერი ადამიანების წარმოჩენას და პოპულარიზაციას 18 წელს მიუღწეველი ასაკობრივი კატეგორიის წინაშე.

კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ხელი შეუწყო LGBTI ადამიანებისთვის სახიფათო მდგომარეობის შექმნას. ეს გამარგინალებული საზოგადოება ამ პერიოდში უფრო მეტად აღმოჩნდა ოჯახური ძალადობის საფრთხის ქვეშ, რადგან ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სახლს და მათთვის მიუღებელ გარემოში მოუწია ცხოვრება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, ცდილობენ ამოავსონ სახელმწიფოს მიერ დატოვებული ხარვეზები, რამაც აღნიშნულ ჯგუფებში სრული ემოციური გამოფიტვა გამოიწვია.

პარადისი აღნიშნავს, რომ LGBTI ორგანიზაციების მიერ წლების მანძილზე გაწეულმა მუშაობამ, საზოგადოების მოკავშირეებთან ერთად ხელი შეუწყო საზოგადოების აღქმის შეცვლას. პოლისებმა ევროკავშირის ინსტიტუციის დონეზე ასევე, გამოიღო ნაყოფი სისტემური ჩაგვრის შემსუბუქების მიმართულებით.

მართალია, პარადისი აღიარებს, რომ პასუხი „არასოდეს არის საკმარისი“, ILGA-ის აღმასრულებელ დირექტორს მაინც სჯერა, რომ ევროკომისიის LGBTI სტრატეგია, რომლის მიზანია უსაფრთხოების და ინკლუზიურობის პროპაგანდა, არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

„ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებიდან  ვიხილეთ აშკარა და თამამი პასუხი, როგორც ეს მთელი ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა“, განაცხადა პარადისმა.

სტრატეგია გულისხმობს დისკრიმინაციისგან დაცვას, რაც გამოწვეულია სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის გამო, კანონის გამკაცრებას სიძულვილის ენით ლაპარაკის  და სიძულვილის მოტივით ჩადენილი  დანაშაულების წინააღმდეგ და ასევე, ცისარტყელა ოჯახის კავშირების დაცვას ევროპის ყველა ქვეყანაში.

Tags: კულტურა პოლიტიკა საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა