ძალადობის მაპროვოცირებელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი: ჩვენ ველით, რომ 5 ივლისის ორგანიზატორები და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან

ძალადობის მაპროვოცირებელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი: ჩვენ ველით, რომ 5 ივლისის ორგანიზატორები და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან

„ხელისუფლების ვალდებულება, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მოახდინოს ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში, მისასალმებელია“, ნათქვამია სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის მარინა კალიურანდის განცხადებაში, რომელიც ვრცელდება, 2022 წლის 10 თებერვალს ბრიუსელში გამართული ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 შეხვედრასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დკავშირებით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია საქართველოში. თუმცა, შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ გარკვეული სფეროების მიმართულებით, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.

ევროპარლამენტარის თქმით, მისასალმებელია, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღება.

„ვაღიარებთ ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სწრაფ მიღებას აღმოსავლეთ პარნტიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, ეკონომიკურ ურთიერთობებში ინვესტირებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის მხარდაჭერას და სამართლიანი, გენდერული თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას. მივესალმებით ევროკავშირის უწყვეტი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შეთავაზებას საქართველოსთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემდგომი თანხები რეფორმების არსებითი პროგრესით უნდა იყოს განპირობებული, მათ შორის როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას“, აცხადებს ევროპარლამენტარი.

როგორც კალიურანდი აღნიშნავს, შეხვედრისას ბევრი თემა განიხილეს.  დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, „ლგბტქი+“ პირების მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება, რომელსაც ტრაგიკულად ასახავს 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან დემონსტრანტზე ძალადობრივი თავდასხმა, რამაც 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარში გააუქმა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ორგანიზატორები და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგნენ, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, აცხადებს ევროპარლამენტარი.

Tags: იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა ევროპა ევროკავშირი მენტალური პრობლემები