საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერიკ ზემურმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საფრანგეთი 5-10 წელიწადში ლიბანს დაემსგავსება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ერიკ ზემურმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საფრანგეთი 5-10 წელიწადში ლიბანს დაემსგავსება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია თანდათან ძალას იკრებს. პრეზიდენტობის კანდიდატი ზემური აცხადებს, რომ მისი მოვალეობაა „გადაარჩინოს საფრანგეთი“ „დიდი ჩანაცვლებისგან“, რათა მისგან 5-10 წელიწადში არ მივიღოთ მეორე ლიბანი. და ეს ნამდვილად ასე მოხდება, თუ ის ვერ მოიგებს არჩევნებს, აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

ერთ-ერთი გამოცემის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარს სჯერა „დიდი ჩანაცვლების“ თეორიის, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის ელიტა ცდილობს საფრანგეთის ადგილობრივი მოსახლეობა ჩაანაცვლოს მასობრივი მიგრაციის საშუალებით.

„მე შემეძლო გამეგრძელებინდა ჩემი საქმიანობა, როგორც ჟურნალისტს და მწერლს, მაგრამ ვგრძნობ, რომ დღეს ჩემი მოვალეობაა საფრანგეთი გადავარჩინო ამ დიდი ჩანაცვლებისგან“, წერს ზემური სოციალურ მედიაში. „მე არ ვგავარ სხვა პოლიტიკოსებს. დადებულ პირობას აუცილებლად შევასრულებ“, აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ვალერია პეკრესი  ამომრჩეველთან შეხვედრის დროს იძულებული გახდა გარკვეული განმარტება გაეკეთებინა ამ ე.წ. „დიდ ჩანაცვლებასთან“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ საფრანგეთი დღეს  „გზაგასაყარზე“ დგას და „დიდი ჩანაცვლების“ არავითარი „საბედისწერო აუცილებლობა“ არ არსებობს.

„თუ ჩვენ კედლების აშენება დაგვჭირდება, როგორც ეს ბევრმა სახელმწიფომ გააკეთა, მე მხარს დავუჭერ ამ ინიციატივას. მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ იმიგრაციის წინააღმდეგ“, განაცხადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

მიუხედავად იმისა, რომ პეკრესი მოგვიანებით შეეცადა, შორს დაეჭირა თავი მის მიერვე გაკეთებული კომენტარებისგან, მისი განცხადება მაინც გახდა მკაცრი კრიტიკის საგანი. მას ულტრამემარჯენე უწოდეს და რასისტული და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდაჭერაშიც კი დასდეს ბრალი.

თუმცა, პეკრესი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის გამო გააკრიტიკეს უკანასკნელი დღეების განმავლობაში. მემარცხენე გარემოსდამცველი ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატ ზემურს „მომსახურე ებრაელი“ უწოდა, მის მიერ გაჟღერებული პოზიციის გამო. თუმცა, არც მემარცხენე გარემოსდამცველის კომენტარი დარჩა კრიტიკის გარეშე. რესპუბლიკელების კიდევ ერთმა კანდიდატმა ერიკ კიოტიმ გარემოსდამცველი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და მის გაცხადებას აღმაშფოთებელი და სამარცხვინო უწოდა.

Tags: პოლიტიკა ევროპა