დიდ ბრიტანეთში ქალს 11-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეუფერებელი პოსტის დაწერის გამო

დიდ ბრიტანეთში ქალს 11-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეუფერებელი პოსტის დაწერის გამო

51 წლის ქალს ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან, ტარა აჰმედს პატიმრობა მიუსაჯეს სოციალურ ქსელში ანტისემიტური კონსპირაციული თეორიების გამოქვეყნების გამო, 2017 წელს მომხდარ გრენფელ თაუერის საბედისწერო ხანძართან დაკავშირებით, წერს გამოცემა „ინდეფენდენთი“.

ხანძრის გაჩენიდან ოთხი დღის შემდეგ, 2017 წლის 14 ივნისს აჰმედმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებს, რომ 72-ვე მსხვერპლი „ცოცხლად იქნა დამწვარი ებრაული მსხვერპლშეწირვის დროს“.

ბი-ბი-სის ცნობით, მან გრენფელის ხანძარი, ასევე, დაუკავშირა „ანტისემიტურ თეორიებს, რაც გავრცელდა 9 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ირგვლივ“ და მისი ფეისბუქის ანგარიშზე გამოჩნდა ანტისემიტური კომენტარების მთელი ისტორია.

გასაგებია, რომ ეს არის მიუღებელი ქმედება. მაგრამ  თუ ბრიტანეთს აქვს პრეტენზია, რომ არის თავისუფალი ქვეყანა,  თავისუფალ ქვეყნებში ადამიანებს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი სულელური და საშინელი აზრებიც კი და ამის გამო ისინი 11-თვიანი პატიმრობით არ უნდა ისჯებოდნენ.

სასამართლო პროცესის დროს, რომელიც გაიმართა „ოლდ ბეილიში“, ბრიტანეთის ყველაზე ცნობილ სასამართლო დარბაზში, პროკურორმა ჰიუ ფრენჩმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ ტარა აჰმედის ორმა პოსტმა „გადაკვეთა წითელი ხაზი, წაშალა ზღვარი ისეთ ქმდედებებს შორის, რაც მისაღებია ან მიუღებელი ლიბერალურ საზოგადოებაში“, აცხადებს გამოცემა „ინდეფენდენთი“.

თუმცა, პროკურორ ფრენჩს, ალბათ, გამორჩა ის გარემოება, რომ ქმედება, რაც ჩაიდინა აჰმედმა, სწორედაც რომ „ლიბერალური საზოგადოებისთვის არის მისაღები და დამახასიათებელი“.

საინტერესოა, თავად პროკურორმა ფრენჩმა „სად გადაკვეთა წითელი ხაზი“ ამ შემთხვევაში? რატომ მოექცნენ აჰმედს განსხვავებულად, ვიდრე ექცევიან სხვა მილიონობით ათას ადამიანს ბრიტანეთში, რომლებიც სოციალურ მედიაში საზოგადოებისთვის მიუღებელ პოსტებს ყოველდღე აქვეყნებენ.

Tags: სამართალი ევროპა