Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, დღეს ამერიკელი მოსახლეობის რეკორდული 7% იდენტიფიცირდება როგორც LGBT თემის წარმომადგენელი

Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, დღეს ამერიკელი მოსახლეობის რეკორდული 7% იდენტიფიცირდება როგორც LGBT თემის წარმომადგენელი

აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა, რომელიც საკუთარ თავს თვლის ლესბოსელად, გეად, ბისექსუალად, ტრანსგენდერად ან სხვა რომელიმე სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანად გარდა ჰეტეროსექსუალისა, გაიზარდა და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს – 7,1%-ს მიაღწია, Gallup-ის მიერ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად.

გამოკითხვის შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ რესპოდენტების 86,3% არის ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლი, ანუ, ჰეტეროსექსუალი, 6,6%-მა კი გამოკითხვაში მონაწილების მიღებისგან თავი შეიკავა.

LGBT თემის წარმომადგენელთა იდენტიფიცირების ახალი გამოკითხვის შედეგმა აჩვენა, რომ არატრადიციული სექსუალური ორენტაციის მქონე ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით, როდესაც  Gallup-მა პირველად ჩაატარა გამოკითხვა, გაორმაგებულია. გამოკითხვის თანახმად, ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.

Gallup-მა ასევე, აღნიშნა, რომ ცალკეული ინდივიდების რაოდენობის ზრდა, რომლებიც იდენტიფიცირდებიან, როგორც LGBT თემის წარმომადგენლები, ძირითადად ფიქსირდება შედარებით ახალგაზრდა ამერიკელების იდენტიფიცირების ხარჯზე.

დაახლოებით ხუთიდან ერთი 2000-იანელთა თაობის წარმომადგენლებიდან, რომლებიც დაიბადნენ 1997 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში, დღეს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ, როგორც LGBT თემის წარმომადგენლები, რისი პროცენტული მაჩვენებელიც წარმოადგენს თითქმის გაორმაგებულ რაოდენობას, მილენიუმის თაობასთან შედარებით.

მაშინ, როცა შედარებით ახალგაზრდა ამერიკელების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ, როგორც LGBT თემის წარმომადგენლები, იზრდება, ტრადიციონალისტების, ომის შემდგომი და დემოგრაფიული ვარდნის პერიოდის თაობების ზრდასრული წარმომადგენლების პროცენტული მაჩვენებელი სტაბილურად ნარჩუნდება.

რესპოდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ, როგორც LGBT თემის წარმომადგენლები, არიან ბისექსუალები, 56%-ზე მეტი. შედარებით ახალ თაობებში რესპოდენტების უმეტესობა იდენტიფიცირებულია,  როგორც ბისექსუალი, უფროს თაობაში კი უმეტესად გეებად და ლესბოსელებად თვლიან საკუთარ თავებს, ან ასევე, ბისექსუალებად, ნათქვამია Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დასკვნაში.

აღნიშნული გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12416 ადამიანმა, ტარდებოდა 2021 წლის განმავლობაში და მისი ცდომილების ზღვარი განისაზღვრება 1 პროცენტით.

Tags: აშშ საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები