ინგლისის თეატრალური დასის აზრით, ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე სცენაზე გაშიშვლება ბავშვებისთვის სექსთან დაკავშირებული საკითხების სწავლების საუკეთესო მეთოდია

ინგლისის თეატრალური დასის აზრით, ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე სცენაზე გაშიშვლება ბავშვებისთვის სექსთან დაკავშირებული საკითხების სწავლების საუკეთესო მეთოდია

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჩაწერილი ვიდეოს საშუალებით ბავშვებსა და მათ მშობლებს სთავაზობს წარმოდგენას, სახელწოდებით, The Family Sex Show („საოჯახო სექსის შოუ“), რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უკვე რამდენიმე წელია არსებობს. აღსანიშნავია, რომ თავად სამხატვრო ხელმძღვანელი იყენებს ნაცვალსახელებს „she“  და „her”, რაზეც საუბრობს კიდეც ვიდეოში და საკუთარი თავის წარდგენისა და გარეგნობის აღწერის შემდეგ მაყურებელს განუმარტავს, რომ მისი თეატრის დასის მიერ შექმნილი შოუს, რომელმაც დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვებთან და მოზარდებთან სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებულ თემებზე „ღია საუბრების“ გამართვა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შოუ მეტად გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის უფრო კრეატიულ ან ალტერნატიულ ურთიერთობებს და სექსუალურ განათლებას, რომელიც  მოცემული მომენტისთვის სხვადასხვა ფორმით არსებობს. ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭირო იყო ამ შოუს შექმნა, რომელსაც, ალბათ, ბევრი ჩვენთაგანი ინატრებდა, რომ ყოფილიყო ჩვენი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში, რაც საშუალებას მოგვცემდა მეტად გათვითცნობიერებულნი ვყოფილიყავით სექსთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში. რადგან როცა ვიცნობთ საკუთარ სხეულს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი უფლებები“, განაცხადა The Family Sex Show-ს სამხატვრო ხელმძღვანელმა.

სექსთან დაკავშირებული თეატრალური წარმოდგენის შემქმნელები აცხადებენ, რომ შოუ განკუთვნილია, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის ასევე, 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.

შოუს სარეკლამო ვიდეოში ნათქვამია, რომ „ის (შოუ) გვთავაზობს პატიოსან, ადამიანურ სექსუალურ განათლებას, რომელიც ამასთანავე, არის ფემინისტური, ქვიარული, არა-ორობითი, ინკლუზიური და სექსუალურად პოზიტიური“.

Tags: კულტურა საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები დიდი ბრიტანეთი