ბაიდენის ადმინისტრაცია „ინკლუზიური დემოკრატიის“ განვითარების მიზნით, საზღვარგარეთ ტრანსგენდერიზმის მხარდაჭერის თაობაზე მოხსენებას აქვეყნებს

ბაიდენის ადმინისტრაცია „ინკლუზიური დემოკრატიის“ განვითარების მიზნით, საზღვარგარეთ ტრანსგენდერიზმის მხარდაჭერის თაობაზე მოხსენებას აქვეყნებს

ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მიზნად ისახავს „ინკლუზიური დემოკრატიის“ განვითარებას, რითაც ხაზი გაუსვა თავის ძალისხმევას ტრანსგენდერიზმის მხარდაჭერის კუთხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამ უპრეცედენტო ტიპის ანგარიშში ბაიდენის ადმინისტრაცია საუბრობს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და პროექტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა მიზანია „LGPTQI+ ადამიანების უფლებების დაცვა“.

130-გვერდიან მოხსენებაში სიტყვა „ტრანსგენდერი“ 100-ზე მეტჯერ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხრიდან ტრანსგენდერიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერას.  მაგალითად, ადმინისტრაციის „ფაქტების ფურცელში“ აღნიშნულია ხელისუფლების მხრიდან ინდოეთში არსებულ ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის ცენტის მხარდაჭერის შესახებ.

ამასთანავე, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების  სააგენტომ დაახლოებით 5 მილიონი დოლარი გამოყო პროგრამისთვის, რომელიც გულისხმობს ძირითადი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას და პირდაპირი გრანტების მოპოვებას LGPTQI+ თემისთვის და ტრანსგენდერების მიერ მართული ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აშში-ს მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტოს – მშვიდობის კორპუსის სემინარი ჩატარდა 2021 წლის ივნისში, სახელწოდებით – „ტრანსგენდერული იდენტობის თარგმნა საზღვარგარეთ, რომლის მიზანიც იყო სააგენტოში ტრანსგენდერი კანდიდატების მოზიდვა. გარდა ამისა, მშვიდობის კორპუსმა 2021 წლის მაის-ივლისში ჩაატარა პერსონალის ტრეინინგი „ინკლუზიური ენის გამოყენების და კომუნიკაციის სტრატეგიების თემაზე ტრანსგენდერი თუ არაბინარული კანდიდატების მხარდასაჭერად განაცხადების მიღების პროცესში“.

კამბოჯასა და ტონგოში მშვიდობის კორპუსმა უმასპინძლა ღონისძიებებს, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტრანსგენდერი აქტივისტები მონაწილეობდნენ და ორიენტირებულნი იყვნენ ტრანსგენდერულ განათლებაზე.

მსოფლიოს მასშტაბით ტრანსგენდერული ინკლუზიურობის დამკვიდრების მცდელობამ და ამ მიზნით განხორციელებულმა ქმედებებმა კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

Tags: კულტურა აშშ საზოგადოება იდეოლოგია მენტალური პრობლემები