პენსილვანიის შტატის სკოლები ცდილობენ მოსწავლეების სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლებს დაუმალონ

პენსილვანიის შტატის სკოლები ცდილობენ მოსწავლეების სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლებს დაუმალონ

პენსილვანიის შტატის სასკოლო ოლქის პერსონალის რამდენიმე წევრს შორის გამართულმა ელექტრონულმა მიმოწერამ გამოააშკარავა სკოლის მცდელობა, მშობლებს დაუმალონ მათ მიერ მოსწავლეების მიმართ ამ უკანასკნელების მიერ უპირატესად მიჩნეული ნაცვალსახელების გამოყენება და ასევე, საშუალო სკოლებში წაახალისონ LGPTQ+ კლუბის შექმნა.

Fox News Digital-ის მიერ მოპოვებულმა ელექტრონულმა მიმოწერამ გამოავლინა, რომ პენსილვანიის შტატის საშუალო სკოლის მრჩეველი ელ.ფოსტის საშუალებით ატყობინებს მასწავლებლებს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე უპირატესობას ანიჭებს მის მიმართ მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი ნაცვალსახელების გამოყენებას.

მრჩეველი ასევე, აფრთხილებს მასწავლებლებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშობლებს გაუგზავნიან წერილს მათი შვილის შესახებ, გოგონას მიმართ ჩვეულებრივი  მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელი გამოიყენონ“.

ელექტრონულ წერილს თან ახლდა ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის მიერ მომზადებული „ტრანსი და გენდერულად მრავალფეროვანი მოსწავლეების მხარდასაჭერი სახელმძღვანელო“.

Fox News Digital-ის მიერ მოპოვებულმა კიდევ ერთმა ელექტრონულმა წერილმა გამოამჟღავნა დისკუსია მრჩეველსა და ორ მასწავლებელს შორის, საშუალო სკოლაში LGPTQ+ კლუბის შექმნის შესახებ, სახელწოდებით – „გენდერული სექსუალობის ალიანსი“.

შტატის ერთ-ერთი საშუალო სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „კლუბი, რომელსაც თავად ბავშვები უხელმძღვანელებენ, იქნება მოსწავლეების შესახვედრად განკუთვნილი უსაფრთხო ადგილი, სადაც ისინი სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის  წარმომადგენლების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და ისაუბრებენ  სექსუალურ ორიენტაციაზე, ასევე, გენდერულ იდენტობასა და გამოხატვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ  ბოლო მოეღოს  ჰომოფობიასა და ტრანსფობიას“.

Tags: კულტურა პოლიტიკა აშშ საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები