
კომპანია Disney-ი გენდერული იდენტობისა და LGPTQ სასწავლო პროგრამას აფინანსებს სკოლებში
კომპანია Disney-იმ სიამაყით განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, რომ მზად არის დააფინანსოს 10 ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება LGPTQ საკითხებთან დაკავშირებით განათლების მიღებას, განსაკუთრებით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის. დაფინანსების მიმღებთა შორის არის ორგანიზაცია GLSEN-ი, რომელიც ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში გენდერული იდენტობის და LGPTQ სასწავლო პროგრამა დანერგოს.
GLSEN-ი პედაგოგებს უზრუნველყოფს შესაბამისი რესურსებით, „საკლასო ოთახებში LGPTQ-ინკლუზიური სწავლების დასანერგად“, რაც „ხელს უწყობს უფრო მეტად უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნას“, „ისეთი შინაარსის გაკვეთილების შემუშავებით, რომლის დახმარებითაც თავიდან იქნება აცილებული მიკერძოებულობა და ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ (LGPTQ) ადამიანების, ამბების და ღონისძიებების მიმართ გაჩნდება პოზიტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება“.
ამ ყველაფრის მთავარი იდეა კი არის ის, რომ ამგვარი ტიპის სწავლება დაიწყოს დაწყებითი კლასებიდან.
„ყველა ასაკის მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისწავლონ, რომ სიტყვები „გეი“, „ლესბოსელი“, „ტრანსგენდერი“ არის ზედსართავი სახელები, რომლებიც უნდა გამოიყენონ დიდი პატივისცემით, როცა საუბრობენ საზოგადოებაში მცხოვრებ ასეთი ტიპის ადამიანებზე, და მათი გამოყენება არ შეიძლება უარყოფით კონტექსტში, რაც ასეთ ადამიანს გულს ატკენს და შეურაცხყოფილად აგრძნობინებს თავს“, აცხადებენ ორგანიზაცია GLSEN-ის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, GLSEN-ის თანახმად, LGPTQ შინაარსზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს თავიანთი გენდერული იდენტობის აღმოჩენაში.
„მოსწავლეებისთვის გენდერული იდენტობის სწავლება ყველა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია და შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც სოციალურ-ემოციური სწავლების ნაწილი. სასწავლო პროგრამამ მოსწავლეებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი გენდერული იდენტობა, გაეცნონ ოჯახური მრავალფეროვნების ტიპებს, მათ შორის, LGPTQ ოჯახებს, მათ ურთიერთობებს“, აცხადებს GLSEN-ი.
ორგანიზაცია GLSEN-ი სკოლებს სთავაზობს ისეთ გაკვეთილებს, რომლებიც მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ მოსწავლეების ინდოქტრინაციის მიზნით, მათთვის LGPTQ საკითხებთან დაკავშირებული ხედვების და მოსაზრებების გაზიარებით. ეს გაკვეთილები ორიენტირებულია იმაზე, რომ მასწავლებლებმა შეძლონ მოსწავლეების ალაპარაკება თავიანთ იდენტობაზე და მათ ძიებაზე მათთვის სასურველი იდენტობის აღმოსაჩენად.
GLSEN-ის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, ასევე, იგეგმება, რომ დაწყებით კლასებში ბავშვებს გააცნონ არატრადიციული ოჯახების სტრუქტურა და გენდერული სტერეოტიპები, ასევე, ასწავლონ, რომ ქრომოსომებსა და ადამიანის გენდერს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.
კომპანია Disney-ი, რომელიც აფინანსებს ორგანიზაციებს მსგავსი LGPTQ სასწავლო პროგრამებითა და ინიციატივებით, ცოტა ხნის წინ კრიტიკის დიდ ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბობ ჩეპეკი დაუპირისპირდა ფლორიდას შტატში მიღებულ კანონპროექტს მშობლების უფლებების შესახებ თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით. კანონპროექტის თანახმად, მასწავლებლებს ეკრძალებათ მსგავსი გაკვეთილების ჩატარება სკოლებში და ზოგადად, ბავშვებთან გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ თემებზე საუბარი.
ამერიკელების 68%-ი არ იზიარებს კომპანია Disney-ის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
Tags: აშშ საზოგადოება იდეოლოგია მენტალური პრობლემები
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის