ორბანი: უკრაინული და რუსული მარცვლეულის დეფიციტი გულისხმობს „მსოფლიოს ბევრ ნაწილში შიმშილობის დაწყებას“

ორბანი: უკრაინული და რუსული მარცვლეულის დეფიციტი გულისხმობს „მსოფლიოს ბევრ ნაწილში შიმშილობის დაწყებას“

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისა და მასთან დაკავშირებული რუსულ-დასავლური სანქციების შედეგად გამოწვეული უკრაინული და რუსული მარცვლეულის დეფიციტი სავარაუდოდ შიმშილობის მრავლობითი კერებისა და მიგრაციის ახალი ტალღების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

„რუსეთის წინააღმდეგ ემბარგოს დაწესება ნიშნავს ბაზრიდან რუსული მარცვლეულის გაქრობას და ასევე, ომის შედეგად, ბაზრის უკრაინის მარცვლეულის გარეშე დარჩენას, რაც მსოფლიოს ბევრ ნაწილში შიმშილობას გამოიწვევს. აღნიშნულის შედეგად კი მიგრანტების დიდი ნაკადი უკვე მიაწყდა ევროპას და ეს ნაკადი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიგო არჩევნები და ახლახანს მეოთხე ვადით დაიკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებამ, რომელიც ცნობილია როგორც, ევროპის პურის კალათა, მიუხედავად მისი კომუნისტურ-ინჟინრული მასობრივი შიმშილობის უახლესი ისტორიისა, შესაძლოა გარკვეული ზეწოლა მოახდინოს მესამე მსოფლიოს ქვეყნებზე, რომლებიც უკვე განიცდიან არასტაბილურ სასურსათო უსაფრთხოებას. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა თავის დროზე გააკეთა განცხადება-გაფრთხილება, რომ „შიმშილობა, დესტაბილიზაცია და მასობრივი მიგრაცია“ გარდაუვალი იქნებოდა, თუ დასავლეთი მილიარდებს არ დახარჯავდა ორგანიზაციის გასამყარებლად.

რუსეთს ადანაშაულებენ კრიზისის პირდაპირ გამწვავებაში. ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ მედიაში აცხადებს, რომ მან უკრაინაში ყოფნისას „ნახა მარცვლეულით, სიმინდით და ხორბლით სავსე ბეღლები, რომელიც მზად იყო ექსპორტისთვის“, თუმცა, „ეს უაღრესად საჭირო პროდუქტი დაკონსერვებულია რუსეთის ომისა და შავი ზღვის პორტების ჩაკეტვის გამო“.

რუსეთი ასევე, დაადანაშაულეს უკრაინის მარცვლეულის ბეღლების დაბომბვის გამო, რითაც არა მარტო პროდუქტის მიწოდება  შეიზღუდა, არამედ, ფაქტიურად, მოხდა მისი განადგურება.

მიუხედავად იმისა, რომ მიშელმა ყურადღება გაამახვილა „მოწყვლად დაუცველ ქვეყნებზე“, რომელზეც მძიმე ზეგავლენას მოახდენს  მარცვლეულის დეფიციტი, შექმნილი კრიზისი არც ევროპის ქვეყნებს დაინდობს, რომლის ფერმერებიც ძირითადად უკრაინისა და რუსეთის სასურსათო პროდუქტებზე არიან დამოკიდებულნი.

რუსეთი შვედეთთან ერთად ასევე, ნაკელისა და სასუქის ძირითადი ინგრედიენტების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამდენად, სანქციებითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობით გამოწვეულმა იმპორტის შემცირებამ შესაძლოა წელს ქვეყნის მოსავლის განახევრება გამოიწვიოს.

საწვავის ხარჯების ზრდა, რაც გამოწვეულია დასავლეთის ძალისხმევით, შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდება – და ასევე, რუსეთის მცდელობით, თავისი საომარი მიზნებისთვის გამოიყენოს დასავლეთის დამოკიდებულება მის გაზსა და ნავთობზე, კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც დაძაბულ ვითარებას. ამ ყველაფერს კი ემატება ბუნებრივი კრიზისები, როგორიცაა, ნალექის ნაკლებობა აღმოსავლეთ გერმანიაში, რაც ფერმერებს მოსავლათან დაკავშირებით შიშის სერიოზულ საფუძველს უჩენს.


Tags: პოლიტიკა მსოფლიო რუსეთი ევროპა ევროკავშირი