
მედიცინის მუშაკებმა საინფორმაციო სააგენტო Fox News-თან ისაუბრეს უკანასკნელ წლებში ახალგაზრდებს შორის საგრძნობლად გახშირებული გენდერული დისფორიის შესახებ
კონსერვატული არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ტრანსგენდერულ ოპერაციებს ან სქესობრივი მომწიფების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას არასრულწლოვნებში.
კვლევის ორგანიზატორებმა რესპოდენტებს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, დაუჭერდნენ თუ არა მხარს პუბერტული ბლოკერების, სქესის შესაცვლელი ჰორმონების და სქესის ფიზიკურად შეცვლის ოპერაციების აკრძალვას 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ამერიკული პრინციპების პროექტის ფონდის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56%-მა განაცხადა, რომ დაუჭერდნენ მხარს აკრძალვას, 34%-მა კი თქვა, რომ არ დაუჭერდა მხარს. რესპოდენტების მესამედზე ოდნავ მეტი წარმოადგენდნენ დემოკრატებს, 37% კი რესპუბლიკელებს, მეოთხედზე ნაკლები კი პოლიტიკური ნიშნისგან თავისუფალი ადამიანები იყვნენ.
მეორე კითხვა, რომელიც რესპოდენტებს დაუსვეს შემდეგნაირად ჟღერდა: მხარს უჭერდნენ თუ ეწინააღმდეგებოდნენ ბავშვების წაქეზებას სქესის შეცვლასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ ბავშვები ძალიან პატარები არიან მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. დაახლოებით 22%-ი კი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის გენდერულ ცვლილებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობის გაწევა ტრანსფობიური დამოკიდებულებაა.
გამოკითხვა ჩატარდა ექვს შტატში: ჯორჯია, არიზონა, ვისკონსინი, პენსილვანია, ნევადა და ნიუ ჰემპშირი. სამიზნე საყოველთაო არჩევნების სავარაუდო ამომრჩეველი იყო, რომელთაც ტელეფონით უკავშირდებოდნენ. კვლევის ცდომილების ზღვარი არის +/- 2.82%.
მედიცინის მუშაკებმა საინფორმაციო სააგენტო Fox News-თან ისაუბრეს უკანასკნელ წლებში ახალგაზრდებს შორის საგრძნობლად გახშირებული გენდერული დისფორიის შესახებ, თუმცა, ბევრ მათ კოლეგას არ სურს საჯაროდ ილაპარაკოს გენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ, როგორც პროფესიული, ასევე, პირადი შურისძიების შიშით.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში იმ ბავშვებისთვის, ვინც საკუთარ თავს ტრანსგენდერად თვლიან და მათ დიაგნოზს გენდერული დისფორია წარმოადგენს, ტარდება სხვადასხვა სახის პროცედურები, არიან ექიმები, რომლებიც არ ეთანხმებიან ისეთი ჰორმონალური საშუალებების გამოყენებას გენდერული დისფორიის სამკურნალოდ, რომელიც არ არის დამტკიცებული საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ
„ბუნებრივი სქესობრივი მომწიფების პუბერტული ბლოკერების საშუალებით ხელოვნურად შეჩერება იწვევს მთელ რიგ გვერდით მოვლენებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოზარდის ჯანმრთელობას, აფერხებს მისი ძვლოვანი სისტემის, ასევე, გონებრივ და სოციალურ განვითარებას, და რაც ყველაზე საგანგაშოა, განაპირობებს უნაყოფობას და სექსუალურ დისფუნქციას. ბევრ ამ გვერდით მოვლენას შეუქცევადი ხასიათი აქვს“, აცხადებს ენდოკრინოლოგი.
Tags: კულტურა აშშ იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის