სან-ფრანცისკოს სკოლებში სიტყვა „უფროსს“ სამუშაოების დასახელებებიდან ამოიღებენ, ადგილობრივი ამერიკელების შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით

სან-ფრანცისკოს სკოლებში სიტყვა „უფროსს“ სამუშაოების დასახელებებიდან ამოიღებენ, ადგილობრივი ამერიკელების შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით

“ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მხრიდან სიტყვის მნიშვნელობის არასწორი კონტექსტით გაგების თავიდან ასაცილებლად“, სან-ფრანცისკოს  ერთიანმა სასკოლო ოლქმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სიტყვას – „უფროსი“ – აღარ გამოიყენებს, როგორც სამუშაოს ოფიციალური  სახელწოდების ნაწილს.

სასკოლო ოლქის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ოლქში მომუშავე დაახლოებით 10000 ადამიანს ეხება.

გამოცემა San Francisco Chronicle-ის თანახმად, სასკოლო ოლქის წარმომადგენელმა თავის ელექტრონულ წერილში შემდეგი რამ განაცხადა:

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული  მოსაზრება არსებობს. ჩვენი ხელმძღვანელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საზოგადოების მკვიდრი ამერიკელი მოსახლეობის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ამ სიტყვის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეთანხმდა, რომ ეს სიტყვა აღარ იქნება გამოყენებული“.

მას წერილში არ დაუკონკრეტებია, თუ საზოგადოების რომელმა წევრებმა „გამოხატეს შეშფოთება“ ან როდის დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი.

სასკოლო ოლქის წარმომადგენელი წერილში ასევე, ამბობს, რომ „ჩვენი სამმართველოების ხელმძღვანელების მიმართ მიმართვის ფორმის შეცვლით, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებთ ჩვენი ოლქის ცენტრალური სამსახურების მეთაურების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ადამიანების სამუშაოს თუ საქმიანობის რეალური არსი და ბუნება არ იცვლება, იცვლება მხოლოდ სამუშაოს დასახელება.“

წერილში ასევე, არ არის მითითებული, თუ რომელი ტერმინი ან ფრაზა ჩაანაცვლებს სიტყვა „უფროსს“.

Tags: კულტურა პოლიტიკა აშშ