აშშ-ში ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, 10-დან 6 ამერიკელი გენდერულ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება

აშშ-ში ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, 10-დან 6 ამერიკელი გენდერულ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება

ტრანსგენდერი აქტივისტების დაუღალავი აგიტაცია-პროპაგანდის მიუხედავად, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს თავად შეუძლიათ საკუთარი სქესის არჩევა, ამერიკელი მოსახლეობის 60% თვლის, რომ სქესს ადამიანის ბიოლოგია განსაზღვრავს. აღნიშნულს ახალი კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.

ამერიკელი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც უარყოფს გენდერულ იდეოლოგიას და თვლის, რომ სქესი ბიოლოგიურ რეალობას წარმოადგენს, ყოველწლიურად მატულობს. გასულ წელს ამერიკელების 56% ფიქრობდა, რომ სქესი ადამიანის ბიოლოგიით განისაზღვრება, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 54% იყო. ამერიკელების მზარდი წილი, რომელიც არ ეთანხმება გენდერულ იდეოლოგიას, ცხადყოფს, რომ აქტივისტებისა და დემოკრატების მხრიდან ინდოქტრინაციის მცდელობები საკმაოდ წარუმატებელია.

ყველა ასაკობრივი ჯგუფის ნახევარი ან ნახევარზე მეტი თანხმდება, რომ სქესს ადამიანის ბიოლოგია განსაზღვრავს, თუმცა, ახალგაზრდები მაინც ოდნავ უფრო მეტად იღებენ გენდერულ იდეოლოგიას. აღსანიშნავია, რომ 30 წლის და უმცროსი ასაკის ახალგაზრდებს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებს თავად შეუძლიათ საკუთარი სქესის არჩევა, 33% ამბობს, რომ სოციალურმა მედიამ „ასეთი შეხედულების ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეხედულებებს შორის აშკარა განსხვავებაა. რესპუბლიკელების 86% და მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ სქესს ბიოლოგია განსაზღვრავს, დემოკრატების მხოლოდ 38%-ს სჯერა ბიოლოგიური რეალობის, 61% კი ფიქრობს, რომ „ადამიანი მამაკაცია თუ ქალი, მისი რეალური სქესი შესაძლოა განსხვავდებოდეს მისი დაბადებიდან მინიჭებული ბიოლოგიური სქესისგან“.

მთლიანობაში, სოლიდური უმრავლესობა (57%) ამბობს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები განიცდიან დიდ დისკრიმინაციას. თუმცა, „მათ შორისაც კი, ვინც ტრანსგენდერების მიმართ დისკრიმინაციას მაინც ხედავს, მათი უმრავლესობა (54%) ამბობს, რომ საზოგადოება ძალიან შორს წავიდა ტრანს ადამიანების მიმღებლობაში; 44% კი აცხადებს, რომ საზოგადოება არ წასულა ძალიან შორს“, ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

მაშინ როცა, შეერთებული შტატების ზრდასრული ადამიანების 64% ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებს დაიცავს „დისკრიმინაციისგან სამსახურში თუ საჯარო სივრცეებში, როგორცაა, რესტორნები და მაღაზიები“, ამერიკელების ასევე დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის მიერ მიღებულ კანონებს, ქალების და გოგონების საჯარო სივრცეების დაცვასთან დაკავშირებით. ამერიკელი მოსახლეობის 58% მიესალმება კანონებს, რომლის თანახმადაც ტრანსგენერ ათლეტებს მოუწევთ იმ გუნდებში ასპარეზობა, რომელიც მათ ბიოლოგიურ სქესს შეესაბამება.

კვლევის თანახმად, ამერიკელი მოსახლეობის აზრი განათლებასთან დაკავშირებულ წინადადებებთან თითქმის თანაბრად იყოფა. ამერიკელების 41% ამბობს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ წინადადებას, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში „გენდერული იდენტობის“ სწავლება არალეგალურად ჩაითვლება, განსხვავებით 38%-ისა, რომელიც აღნიშნულ წინადადებას ეწინააღმდეგება.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, რომელიც 2022 წლის 16-22 მაისს ჩატარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები 10188 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგების ცდომილების ზღვარი ± 1.6 პროცენტს შეადგენს.

Tags: კულტურა აშშ საზოგადოება