დასავლეთ ჰემისფეროს გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპა, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია და სპარსეთის ყურე. ევროპა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩინეთის გაძლიერების გამო აზია ხდება მთავარი.

დასავლეთ ჰემისფეროს გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპა, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია და სპარსეთის ყურე. ევროპა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩინეთის გაძლიერების გამო აზია ხდება მთავარი.

დასავლეთ ჰემისფეროს გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპა, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია და სპარსეთის ყურე (ნავთობის გამო, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსია საერთაშორისო სისტემაში). ევროპა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩინეთის გაძლიერების გამო აზია ხდება მთავარი. სპარსეთის ყურის ნავთობი მიედინება ინდოეთსა და ჩინეთში, ამიტომ იგი იქნება ჩვენი მეორე პრიორიტეტი, ევროპა კი მესამე. ჩვენ ვტოვებთ ევროპას.

დასავლეთ უკრაინა უმეტესად უკრაინულად საუბრობს, აღმოსავლეთი კი რუსულად. უკრაინა გახლეჩილია და დასავლეთ-რუსეთის კონფლიქტი უკრაინაში ამ კონტექსტში ხდება.
აღმოსავლეთ ევროპა და გერმანიაც კი ძალიან დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ აირზე, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამიტომ ჩვენთვის რთულია რუსებზე ზეწოლა.

მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება დასავლეთს და არა რუსეთს. ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიზანი იყო რუსეთისგან უკრაინის მოწყვეტა და მისი დასავლეთის პლაცდარმად ქცევა რუსეთის საზღვართან. რუსეთი ამბობს რომ ამას არ დაუშვებს.
ჩვენი სტრატეგიის სამი კომპონენტია: 1. ნატოს გაფართოება (ყველაზე მნიშვნელოვანი) - ბილ კლინტონის ადმინისტრაციიდან ჩვენ ვაფართოვებთ ნატოს აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრებისკენ. რუსებმა ამ ყველაფერზე უარი განაცხადეს. 2. ევროკავშირის გაფართოება (უკრაინის ეკონომიკური ინტეგრაცია დასავლეთში). 3. ნარინჯისფერი რევოლუცია (ამერიკა ცდილობს რეჟიმთა დამხობას და იქ ახალი რეჟიმების შექმნას).

ნატო გაფართოვდა 1999 (პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი) და 2004 წელს (ბალტიისპირეთი, რუმინეთი და ბულგარეთი). რუსები ამბობდნენ რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ნატოს გაფართოებას, მაგრამ ძალიან სუსტები იყვნენ. 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ დავთანხმდით უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

ბევრი ამბობს რომ რუსებს სურთ საბჭოთა კავშირის/დიდი რუსეთის აღდგენა. ეს არ მოხდება. პუტინი ძალიან ჭკვიანია იმისათვის რომ ეს სცადოს. თუ შენ გსურს დაანგრიო რუსეთი, შენ უნდა წააქეზო იგი რომ სცადოს უკრაინის დაპყრობა. პუტინი ეუბნება დასავლეთს: თქვენ ან დაიხევთ უკან და ჩვენ დავუბრუნდებით 2014 წლამდელ მდგომარეობას, სადაც უკრაინა ბუფერული სახელმწიფოა ან გააგრძელებთ თამაშებს, რაც დაანგრევს ამ ქვეყანას. რუსები არასოდეს მისცემენ ნატოს საშუალებას რომ ყირიმი საკუთარ ბაზად აქციონ. რუსეთი დიდი ძალაა და არ სურს ამერიკასა და მის მოკავშირეებს დაუთმოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყანა დასავლეთ საზღვრებთან. ეს არ უნდა იყოს ამერიკისთვის გასაკვირი, ჩვენ გვაქვს მონროს დოქტრინა, რომელიც ამბობს რომ დასავლეთ ჰემისფერო ჩვენი უკანა ეზოა და არცერთ შორეულ ძალას არ აქვს სამხედრო ძალების გადმოყვანის უფლება. ჩვენ გავგიჟდით, როდესაც საბჭოთა კავშირმა მოისურვა სამხედრო ძალების გადაყვანა კუბაში. თუ ჩინეთი შექმნის სამხედრო ალიანსს კანადასთან ან მექსიკასთან და გადმოიყვანს სამხედრო ძალებს ამ ქვეყნებში, ჩვენ დავიცავთ მონროს დოქტრინას, ისე როგორც ეს გავაკეთეთ საბჭოთა კავშირთან. ამიტომ არავის უნდა უკვირდეს რუსეთის პოზიცია.

გავრცელებული მოსაზრებაა რომ პუტინია ამ კრიზისის მთავარი მიზეზი, რომ იგი გიჟი და ირაციონალურია, მას სურს დიდი რუსეთის შექმნა, იგი ჰგავს ჰიტლერს. ჰიტლერთან მსგავსება ძალიან სასაცილოა. მას რომ შეეძლოს დიდი რუსეთის შექმნა, იგი ამას გააკეთებდა. იგი ძალიან სტრატეგიულია, მე არ ვთვლი რომ იგი ამ კრიზისის მთავარი მიზეზია.

შენ შეგიძლია ბევრი დარტყმა მიაყენო რუსებს და ისინი არ დანებდებიან, რადგან უკრაინა წარმოადგენს სასიცოცხლო სტრატეგიულ ინტერესს რუსეთისთვის და არა დასავლეთისთვის. რუსეთს უამრავი ეკონომიკური ბერკეტი გააჩნია დასავლეთზე სამოქმედოდ, ამიტომ ჩვენ წაგებულ ხელს ვთამაშობთ. რუსეთს ათასობით ბირთვული ქობინი აქვს, რომასაც გამოიყენებს, თუ უიმედო მდგომარეობაში იქნება და მათ არსებობას საფრთხე დაემუქრება. ჩვენ თავს ვიყენებთ პოზიციაში, სადაც ვრისკავთ ბირთვულ ომს უკრაინის გამო, რომელიც არ წარმოადგენს სასიცოცხლო სტრატეგიულ ინტერესს ჩვენთვის. უკრაინის კრიზისი არის ერთ-ერთი უბედურება, რაც ჩვენ შევქმენით. ჩვენ უნდა შევქმნათ ნეიტრალური უკრაინა, ბუფერული სახელმწიფო ნატოსა და რუსეთს შორის, უნდა დავივიწყოთ ნატოს გაფართოება და ვთქვათ რომ ეს არ მოხდება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ უკრაინის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, რომელიც მოიცავს რუსეთს, საერთაშორისო მონეტარულ ფონდს და ევროკავშირს. ეს სურდა პუტინს 2013 წელს, მაგრამ ევროკავშირმა უარი თქვა. ჩვენ უნდა ჩავაცხროთ კონფლიქტი უკრაინაში, მივცეთ აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხს ავტონომია და დავიცვათ მათი უფლებები.

ჩვენ გვყავს პოტენციური მეტოქე ჰორიზონტზე, რომელმაც შეიძლება მიაღწიოს აქამდე არნახულ პროპორციებს. ჩვენ უნდა გადავერთოთ აზიაზე. ევროპა აღარ არის მნიშვნელოვანი, რუსეთი უნდა იყოს ჩვენთან ჩინეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც სამხრეთ კორეა, იაპონია, ვიეტნამი, ტაივანი, სინგაპური და ინდოეთი. ჩვენ კი ვაახლოებთ რუსეთსა და ჩინეთს. ჩვენ გვჭირდება რუსეთი ირანის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვაახლოებთ რუსეთსა და ირანს. ჩვენ გვჭირდება რუსეთი ყველა საკითხში და არ გვჭირდება მათთან ბრძოლა. ნატო გაქრება და ჩვენ გადავერთვებით აზიაზე. ჩვენ გვჭირდება რუსეთი და ამავდროულად მათ თვალში ჯოხს ვთხრით, ისინი დაიწყებენ გზების ძებნას რომ სამაგიერო გადაგვიხადონ.

რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საგარეო პოლიტიკა ერთი და იგივეა, თუ ვინმეს ჰგონია რომ მათ შორის რაიმე სხვაობაა, იგი ზღაპრების სამყაროში ცხოვრობს.
1989 წლიდან ამერიკა უძლიერესი ქვეყანაა პლანეტაზე, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ათასი სისულელის ჩადენა, რადგან ეს ჩვენ არ გვიბრუნდება. ამერიკა ძალიან დაცულია, ამიტომ ჩვენ გვაქვს სულელური პოლიტიკის გატარების საშუალება. თუ ჩინეთი განაგრძობს გაძლიერებას, ეს აიძულებს ამერიკას, რომ იფიქროს უფრო სტრატეგიულად. როდესაც ვსაუბრობთ ჩინეთზე, უნდა გამოვყოთ სამი ფაქტორი: 1. ტაივანი, 2. სამხრეთ ჩინეთის ზღვა (ჩინელები ფიქრობენ რომ ისინი მთლიანად აკონტროლებენ სამხრეთ ჩინეთის ზღვას, აგებენ აეროდრომებს რიფებზე სპრატლის კუნძულებზე. ჩვენ ვუთხარით რომ ეს მიუღებელია, მათი მეზობლები ვიეტნამელები და ფილიპინელები ფიქრობენ რომ ეს მიუღებელია). 3. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები (ჩინელები ამბობენ, რომ იაპონელთათვის ეს წმინდა ტერიტორიები, ეკუთვნის ჩინეთს. იაპონელებს ეშინიათ, რომ როგორც კი ჩინეთი გაძლიერდება, იგი წაიღებს ამ კუნძულებს). სხვა შესაძლო ფაქტორებია კორეის ნახევარკუნძული და ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო კონფლიქტი.

ჩვენ გვჯერა რომ ყველგან ჩარევის უფლება და პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც იწვევს დაუსრულებელ პრობლემებს.
ჩინეთის პრობლემაა კომუნიზმის ლეგიტიმურობის დაცემა, ამიტომ მათ უნდა იპოვონ სხვა იდეოლოგია ‘’ნაციონალიზმი’’, რომლის მთავარი კომპონენტია ეროვნული დამცირების 100 წელი (1850-1950 წლები), როდესაც ჩინეთი დაამცირეს ევროპულმა ძალებმა, ამერიკამ (ღია კარის პოლიტიკა) და იაპონიამ. ჩინელები ამაზე ბრაზობენ.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გამოცხადდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ნატოს წევრები. მერკელმა თქვა რომ ეს გამოიწვევდა უბედურებას, თუმცა ამერიკამ თავისი გაიტანა.
II მსოფლიო ომში უკრაინელთა ნაწილი იბრძოდა გერმანიის მხარეს, ნაწილი კი ებრძოდა გერმანელებს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია დღევანდელი კრიზისის გასაგებად.

ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.

თარგმნა დავით მინდიაშვილმა.

Tags: პოლიტიკა მსოფლიო რუსეთი აშშ ჩინეთი უკრაინა