საბერძნეთი არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის მკაცრ ახალ შეზღუდვებს აწესებს

საბერძნეთი არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის მკაცრ ახალ შეზღუდვებს აწესებს

საბერძნეთი არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის მკაცრ ახალ შეზღუდვებს აწესებს – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა განაცხადა.

კონკრეტულად კი, 13 სექტემბრიდან, მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს შეეძლებათ საავადმყოფოებში, კაფეებში, ბარებში, კლუბებში, რესტორნებში, სპორტდარბაზებში თავისუფლად შესვლა. არავაქვცინირებულებმა კი ამ დაწესებულებებში მოსახვედრად კორონავირუსზე ბოლო 48 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. არავაქცინირებულებისთვის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისათვის ასევე აუცილებელია სწრაფი ტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა.

სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ არავაქცინირებულ პირებს კვირაში ორჯერ მოუწევთ ტესტის აღება, თუმცა საკუთარი სახსრებით და თითო ტესტი ათ ევრომდე ღირს.

„რეანიმაციებში მყოფი პაციენტების 90% არავაქცინირებულია. თანამშრომლები, ვინც არ დაემორჩილებიან შეზღუდვებს, კანონიერად გათავისუფლდებიან. დამსაქმებელს უფლება აქვს იცოდეს მისი თანამშრომელი ვაქცინირებულია თუ არა ან ჩაიტარა თუ არა ტესტი“, – განაცხადა მინისტრმა.