დონალდ ტრამპმა აშშ-ს ქვეყნის ლიდერები, მწვავედ გააკრიტიკა. ტრამპმა განაცხადა,რომ ამერიკა მთელ მსოფლიოში დასაცინი გახდა!

დონალდ ტრამპმა აშშ-ს ქვეყნის ლიდერები, მწვავედ გააკრიტიკა. ტრამპმა განაცხადა,რომ ამერიკა მთელ მსოფლიოში დასაცინი გახდა!

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთ საზღვართან არსებული მდგომარეობა მწვავედ გააკრიტიკა და ამერიკაში კრიმინალის რეკორდული ზრდა იწინასწარმეტყველა.

„ჩვენი საზღვარი ისტორიულად ყველაზე უსაფრთხო და დაცული იყო, ახლა ის შემუსვრილ, ბინძურ და საზიზღარ ნანგრევებად იქცა. ათასობით უცნობი ადამიანი უცნობი ქვეყნებიდან ამერიკაში შემოსვლას შეუჩერებლად განაგრძობს. ბევრი მათგანი მოდის სხვა ქვეყნების დაცარიელებული ციხეებიდან. არასდროს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ის, რაც ახლა ჩვენს სამხრეთ საზღვარზე ხდება. არცერთი ქვეყანა არ არის იმდენად სულელი, რომ მსგავსი რამ დაუშვას. კრიმინალი ამერიკაში რეკორდულად მოიმატებს, ეს უკვე ხდება,” – აღნიშნა ტრამპმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა აშშ-ის ლიდერები სასაზღვრო კედლის მშენებლობის შეჩერებისთვისაც გააკრიტიკა.

„ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სასაზღვრო კედელი 100%-ით ეფექტიანი იყო, მიუხედავად ამისა, კედლის მშენებლობის გაგრძელების ნაცვლად, კონტრუქციის მასალა დასაწყობებულია, სადაც ის ლპობას დაიწყებს და დაჟანგდება. კედლის მშენებლობის დასრულება გაცილებით იაფი დაჯდებოდა. კონტრაქტორები მილიონობით დოლარს იღებენ იმაში, რომ კედელს არ აშენებენ. მათ ყოველდღიურად 6 მილიონ დოლარს უხდიან. ჩვენი ქვეყნის ლიდერები ჭკუიდან შეიშალნენ!“ – დასძინა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები მიმდიონარეობს და მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

„ყველაფერი ინგრევა, ჩვენს არმიაში ქაოსია, მაღაზიებში პროდუქციის თაროები დაცარიელებულია, კოვიდ-19-ის გავრცელება წელს უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წელს, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს გამბედაობა, ჩვენ არაფერი აღარ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დასაცინი გახდა. ის უკვე აღარ არის დიადი, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.


წყარო:  https://altinfo.net/archives/14567