
ანკარა ევროკავშირს ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს
ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთი დემოკრატიას უფრო და უფრო შორდება. ანკარა კი ევროკავშირს ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს – წერს გამოცემა „დოიჩე ველე“.
19 ოქტომბერს ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთში კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა უარესდება.
ევროკომისიის ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ თურქეთში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციური პარტიების წევრ პოლიტიკოსებზე ზეწოლა გრძელდება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ევროკომისიის ანგარიში უსაფუძვლო ბრალდებებსა და უსამართლო კრიტიკას შეიცავს. ანკარა თვლის, რომ ევროკავშირი თურქეთის მიმართ ორმაგ სტანდარტებს იყენებს.
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამოდენიმე წლის წინ შეჩერდა. დასავლეთ ევროპის არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში თურქეთის უმნიშვნელოვანესი როლის გამო მოლაპარაკებები საბოლოოდ არ დასრულებულა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის