
დიდ ბრიტანეთში შავკანიანი პოლიციელების მაღალ თანამდებობებზე დაჩქარებული წესით დაწინაურება იგეგმება
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრიტი პატელის განცხადებით, შავკანიანი პოლიციელების მაღალ თანამდებობაზე დაჩქარებული წესით დაწინაურება იგეგმება, რათა კადრების დაკომპლექტების უცვლელად ნელი პროცესი გადაილახოს.
პრიტი პატელმა აღნიშნა, რომ მაღალ თანამდებობებზე მყოფი შავკანიანი პოლიციელების რიცხვის გასაზრდელად ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. მისი თქმით, ინგლისსა და უელსში არსებული 43 საპოლიციო ძალიდან, არც ერთის ხელმძღვანელი არ არის შავკანიანი.
პრიტი პატელის განცხადებით, შავკანიანი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაღალ თანამდებობზე დასაწინაურებლად სწრაფი კურსის შემუშავება იგეგმება. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ასევე დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობებისა და შავკანიანებისთვის „სისტემაში შესასვლელად“ საჭირო კურსების განხილვა და მაღალი რანგის პოლიციელებისთვის ტრენინგების ჩატარება, რომლის მიზანს სისტემაში პროგრესის დეფიციტთან ბრძოლა წარმოადგენს.
„ეს დაგვეხმარება გავარკვიოთ, რამდენად მზად არიან ჩვენი პოლიციელები მაღალი თანამდებობების დასაკავებლად და რატომ ვერ ხერხდება დღემდე მრავალფეროვანი ტალანტების გამოვლენა. ვიცი, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფი პოლიციელები პრობლემას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ცვლილებები საჭიროა მთელს საზოგადოებაში,“ – განაცხადა პრიტი პატელმა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინგლისსა და უელსში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პოლიციელთა ხვედრითი წილი 2010 წელს არსებული 4,7%-დან 2021 წელს 7,6%-დე გაიზარდა.
https://www.telegraph.co.uk/news/2021/10/20/black-police-officers-fast-tracked-senior-roles/
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის