
ნოამ ჩომსკი: "მანიპულაციის 10 სტრატეგია"
ნოამ ჩომსკის „მანიპულაციის 10 სტრატეგია“
იქამდე, სანამ ნაშრომზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით შევეხები უშუალოდ მეცნიერის ცხოვრებას და მის, როგორც მოაზროვნის მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოსათვის. პროფესორი ნოამ ჩომსკი, რომელიც ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორია, გახლავთ ამავე დროს ფილოსოფოსი, პოლიტიკური აქტივისტი, კრიტიკოსი და ისტორიკოსი. ნიუ იორქ თაიმსმა (The New York Times ) იგი 1979 წელს თანამედროვეობის წამყვან მოაზროვნედ დაასახელა. მეცნიერი უკვე ათწლეულებია არსებულ სისტემას აკრიტიკებს და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური აქტივისტია. მისმა ნაშრომებმა ლინგვისტიკაში, პოლიტოლოგიასა და მედიის კვლევებში გადატრიალება მოახდინა, თუმცა საყოველთაო პოპულარობა სწორედ რეალურმა, ქმედითმა აქტივობამ განაპირობა.
ნოამ ჩომსკიმ დაამუშავა ის სტრატეგიები, რომლებსაც „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ მასების სამართავად და მანიპულაციისათვის იყენებენ. ეს სტრატეგიები უნივერსალურია და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერ სახელმწიფოში, ეფექტურია მიუხედავად ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების დონისა და განსაკუთრებით კარგად მუშაობს სწორედ ინტერნეტის ეპოქაში.
1. ყურადღების გადატანის სტრატეგია (The strategy of distraction)
საზოგადოების კონტროლის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ყურადღების გადატანის სტრატეგიაა. მისი მიზანი გახლავთ , რომ საზოგადოებამ მმართველების მიერ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებებიდან ყურადღება სხვა ნაკლებ მნიშვნელოვან ან უმნიშვნელო საკითხებზე გადაიტანოს. ამ დროს იქმნება ხელოვნური კრიზისები, სკანდალები და მოსახლეობაში დიდი მოცულობის ინფორმაცია ვრცელდება. ეს კი საზოგადოებაში დიდ დაბნეულობას, გაურკვევლობას და შიშს იწვევს. ყველამ ვიცით, რომ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ბევრად იოლია. ყურადღების გადატანა აუცილებელია ასევე იმის გამოც, რომ მასებში არ გავრცელდეს ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიასა და სხვა დარგებში არსებული აუცილებელი ცოდნა. ამ შემთხვევაში „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ურალოდ ვეღარ მოახერხებდნენ საზოგადებით მანიპულირებას. როგორც სტრატეგია ამბობს მოსახლეობა მუდმივად უნდა იყოს დაკავებული, რომ ფიქრისათის დრო აღარ დარჩეს.
2. შექმენი პრობლემები, შემდეგ შესთავაზე გამოსავალი (Create problems, then offer solutions)
ხერხი დიდი ხანია ცნობილია და “პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტის” სტრატეგიასაც უწოდებენ. მის მიხედვით იქმნება პრობლემა, მოცემულობა, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული რეაქცია უნდა გამოიწვიოს. მაგალითისთვის ავიღოთ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია საქართველოში. გვახსოვს კლუბი ბასიანის დარბევა, რომელსაც საზოგადოებაში „აღშფოთება“ მოჰყვა, შემდეგ კი უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ნორმა. დღეს კი რა ჭაობში ვართ ყველამ კარგად იცის.
3. თანდათანობითი სტრატეგია (The gradual strategy)
ეს სტრატეგია გულისხმობს საზოგადების ერთგვარ შეჩვევას, მორგებას გადაწყვეტილებებზე. ნელ-ნელა, დროში გაწელილად ხდება მცირე მნშვნელობის, მაგრამ საერთო მიზნისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, რის შემჩნევაც მოსახლეობას, რა თქმა უნდა, უჭირს. ბოლო წერტილი კი სწორედ ის მიზანია, რომელიც თავიდანვე დასახული იყო. მასები ვერც კი ხვდებიან, როგორ აღმოჩნდნენ ამ მოცემულობაში ან თუ ხვდებიან გამოსავალი აღარ არსებობს. სწორედ ამ სტრატეგიით მუშაობდა ნეოლიბერალიზმი მეოცე საუკუნეში, რასაც მოჰყვა, მაგალითად, მასობრივი პრივატიზაცია, მინიმალური სახელმწიფო, არეულობები, ომები, უმუშევრობა, გარემოს განადგურება, უთანასწორობა და სხვა.
(ეს სტრატეგია კარგად იქნა გამოყენებული ე.წ. კორონა პანდემიის დროსაც. შეფასებები თქვენთვის მომინდვია).
4. გადავადების სტრატეგია (The strategy of deferring)
საზოგადოების მომზადება არაპოპულარული გადაწყვეტილებებისათვის შესაძლებელია მათი წინასწარ, ბევრად ადრე გაჟღერებით. ადამიანები სწორედ იმიტომ, რომ ვერ ხედავენ პროცესების სიმძაფრეს ან რეალურობას, არ იწყეენ მოქმედებასაც. თუმცა, ამ დროს, ნელნელა ხდება მათი შეჩვევა ახალ მოცემულობაზე. დროში გაწელილი და გადავადებული გადაწყვეტილებები საბოლოოდ შედეგებამდე მიდის და უმეტეს შემთხვევაში გამოსავლის პოვნა წამოუდგენლად რთულია. ის ფაქტი, თუ რატომ მუშაობს ეს სტრატეგია, შეიძლება აიხსნას შემდეგი მიზეზების გამო:
- არასასურველი შედეგი არ დგება მყისიერად და შესაბამისად შედეგების დანახვაც რთულია.
- ჩვენ უმეტესად გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება ” და მსხვერპლის გაღება შესაძლოა აღარც გახდეს საჭირო.
ამის შედეგად საზოგადოება ეჩვევა ახალ იდეას და მზად არის საჭირო მომენტის დადგომისას მიიღოს იგი.
5. მოექეცით საზოგადოებას ისე, როგორც პატარა ბავშვს ( Treat the people like children )
ტელევიზიებიდან მიღებული ინფორმაციების, განსაკუთრებით კი რეკლამების და პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების თუ გაკეთებული განცხადებების დიდ უმრავლესობაში სწორედ ეს სტრატეგია გამოიყენება. თუმცა არის განსხვავებაც. ასე, მაგალითად რეკლამის დროს ჩვენ გვესმის მზრუნველი ხმა, ჯილდოს მიღების ან წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, ვხედავთ სასიამოვნო გარემოს, ლამაზი ფერებს და სხვა. აი პოლიტიკური გზავნილები და გადაწყვეტილებები კი განსხვავებულია. აქ საქმე გვაქვს მმართველების მხრიდან საზოგადოების მიმართ ისეთ დამოკიდებულებასთან, თითქოს ეს უკანასკნელი მხოლოდ ბავშებისაგან შედგებოდეს. ამ შემთხვევაში მმართველი ორი სახით მკაცრ ან მზრუნველ მშობლად წარმოგვიდგება ხოლმე.
6. მეტად გამოიყენეთ ემოციური მხარე (Use the emotional side more than the reflection)
ადამიანები ემოციური არსებები ვართ. რაც არ უნდა ვიკამათოთ, რომ ჩვენ ყოველთვის შევძლებთ მშრალ ფაქტებზე მსჯელობას, ისე, რომ ემოციების გამო არ ვიყოთ მიკერძოებული, მოცემულობა არ შეიცვლება - ჩვენზე ემოციური ზემოქმედების მოხდენა იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე ამას წარმოვიდგენთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაციის წყაროებს ძლიერნი ამა ქვეყნისანი ფლობენ და აკონტროლებენ.
7. ამყოფე საზოგადოება უმეცრებასა და სიმდარის გარემოცვაში (Keep the public in ignorance and mediocrity)
საზოგადოება ნებისმიერი გზით უნდა იქცეს უუნაროდ და უცოდინრად, რათა ვერ გაერკვეს მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ პროცესებში. ეს სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსახლეობა ვერ მიხვდეს მანიპულაციის არსებობას და მკვდარი თევზივით გაყვეს დინებას. დაბალი ფენებისთვის განათლების ხარისხი უნდა იყოს დაბალი, მდარე და არაფრის მომცემი. ამ მოცემულობაში მაღალ ფენაში მიმდინარე ტენდენციებში გარკვევა კიდევ უფორ რთული ან სულაც შეუძლებელი ხდება.
8. წაახალისე საზოგადოება, რომ სიმდარით კმაყოფილი იყოს ( Encourage the public to be complacent with mediocrity)
საზოგადოება წახალისებული უნდა იყოს სულელობის, ვულგარულობის, არაადეკვატურობის და ირაციონალურობის გამო. მან უნდა დაინახოს, რომ სწორედ ასეთ მდგომარეობაში ყოფნაა პატივსაცემი და მისაღები, მეტიც, თუ მოხერხდება ამისათვის უნდა შეაქო და დაასაჩუქრო კიდეც. ზემოხსნებულიდან გამომდინარე უნდა ჩავთვალოთ, რომ ტენდენციები თავისით, ჰაერიდან არ ჩნდებიან და მათ უკან ყოველთვის ვიღაც დგას. ამაში კი ინფორმაციის მასობრივი საშუალებები განსაკუთრებულ ან სულაც გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ეკრანებიდან მოწოდებული და წახალისებული ნებისმიერი სისულელე, ირაციონალურობა ფართო მასებში მიმღებლობას მალევე პოულობს. ჩვენც კი მზად ვართ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები დავამციროთ, გავრიყოთ.
9. გააძლიერე თვითბრალეულობა (Reinforce Self-Blame)
ხალხს უნდა დააჯერო, რომ სწორედ ისინი არიან ყველაფერში დამნაშავეები. არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხში, მთავარია, საზოგადოება დასჯილი და დატუქსული ბავშვის პოზიციაში ამყოფო. აქვე შევნიშნავ, რომ ფსიქოლოგები დიდი ხანია აღიარებენ ჩვენში ბავშვის არსებობას, მიუხედავად იმისა რა ასაკის, განათლების ვართ ან რომელ სოცილური ჯგუფს ვეკუთვნით. ამ სტრატეგიის გამოყენების შედეგად იქმნება მოცემულობა, რომელშიც ნაცვლად რევოლუციის და ამბოხისა ვიღებთ თვითგვემაში მყოფ საზოგადოებას. ადამინები ყველაფერში საკუთრ თავს ადანაშაულებენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უბრალოდ ვეღარ ხერხდება. მასების უმოქმედობით კი მხოლოდ ძლიერნი ამა ქვეყნისანი სარგებლობენ.
10. გაიცანი ინდივიდები უკეთ, ვიდრე ისინი საკუთრ თავს იცნობენ (Understand Individuals better than they understand themselves )
აი ამ სტრატეგიაში კი (ნეო)ლიბერალები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი სწორედ მასების შესწავლას, უნივერისტეტების და მედია საშუალებების მოსყიდვას, გარყვნას მოახმარეს. მერე კი ერთიანი ძალებით ყველა ფლანგიდან შეუტიეს საზოგადოებას. ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და სხვა მეცნიერებების დარგების შესწავლამ „სისტემას“ შესაძლებლობა მისცა, რომ თითოეული ჩვენგანი იმაზე უკეთ გაეცნო, ვიდრე წარმოგვიდგენია. ისინი ჩვენ გვიცნობენ და ფლობენ განუსაზღვრელ ინფორმაციას ადამიანის ფიზიოლოგიასა თუ ფსიქოლოგიაზე.
აი ეს არის ის, რაზეც დგას თანამედროვე პოლიტიკური რეალობა. ერთი შეხედვით იოლია თითქოს მათი გააზრება, მაგრამ როდესაც წარმოიდგენ, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებით მმართველები გლობალურად წარმართვენ პროცესებს ხვდები, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან პატარა ხარ. ეს კი სწორედ გამოფხიზლების დასაწყისია. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ცოდნის, პირიქით - სწორედ ეს უკანასკნელია, რასაც ხვალინდელი დღის გაუმჯობესება შეუძლია.
ცოდნა არ კლავს, კლავს არცოდნა!
https://ersa.ge/statiebi/88-noamchomsky
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის