
თეთრკანიანი ამერიკელი სტუდენტების 34%-ზე მეტი უნივერსიტეტში ჩაბარების მიზნით ცრუობდა რომ ეთნიკური უმცირესობის წევრია
Intelligent-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თეთრკანიანი ამერიკელი სტუდენტების 34% უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსახვედრად შევსებულ განაცხადში ცრუობდა, რომ ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდა. მათ შორის 50% ცდილობდა უმცირესობებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მიეღო, ხოლო 81% უნივერსიტეტში უფრო მარტივად მოხვედრის მიზნით ცრუობდა.
სტუდენტების 48% განაცხადში აღნიშნავდა, რომ მკვიდრი ამერიკელი იყო, 13% თავს ლათინოამერიკელად აცხადებდა, 10% ცრუობდა, რომ შავკანიანი იყო, 10% კი ამტკიცებდა, რომ აზიელი ან წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი იყო.
საკუთარი თავის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლად გამოცხადება სტუდენტებს უნივერსიტეტში ჩაბარებაში ეხმარება. განაცხადში ეთნიკური მიკუთვნებულობის შესახებ ცრუ ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ აპლიკანტების 77% სასურველ უნივერსიტეტში მიიღეს.
„მართალია, უნივერსიტეტში მიღებისას სხვა ფაქტორებსაც ენიჭება უპირატესობა, მაგრამ თავისი რასობრივი მიკუთვნებულობის დამალვის სურვილის მქონე აპლიკანტების 85%-ს მიაჩნდა, რომ უნივერსიტეტში მოხვედრა სწორედ საკუთარი თავის უმცირესობებისადმი მიკუთვნების გზით შეძლეს,“ – აღნიშნულია Intelligent-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში.
უნივერსიტეტში მოხვედრის მიზნით საკუთარი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ თეთრკანიანი მამაკაცების 48%, ხოლო თეთრკანიანი ქალების 16% ცრუობს, ამასთან თეთრკანიანი ქალები თეთრკანიან მამაკაცებზე უფრო ხშირად ცრუობენ, რომ შავკანიანები არიან.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის