ელექტრო სიგარეტის სითხეებზე გადასახადი იზრდება

ელექტრო სიგარეტის სითხეებზე გადასახადი იზრდება

„კვლევების მიხედვით, მზარდია ელექტრო სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ბაზარი. პარალელურად, მიდის პოპულარიზაცია, მათ შორის უკანონო. მარკეტინგულად მწარმოებლებს აქვთ ხოლმე თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია, რომელიც ძალიან ჰგავს წვრილი სიგარეტების შემთხვევაში ინდუსტრიის მიერ გამოყენებულ სტრატეგიას. ასევე, თავის დროზე სიგარეტის პოპულარიზაციაც ასე მოხდა, ექიმები იყვნენ საიმიჯოდ გამოყენებული. ახლა დეჟავიუა, ამ პროცესში ხდება ცნობილი ექიმების ჩართვა და სემინარების საშუალებით არწმუნებენ ხალხს, რომ გასახურებელი თამბაქო ნაკლებად მავნეა.

რეალურად, კვლევების მიხედვით გასახურებელი თამბაქოს კვამლში ჩვეულებრივ სიგარეტზე უფრო მძაფრი კანცეროგენების ჯგუფიც კი აღმოჩნდა უფრო დიდი კონცენტრაციით. ეს პროდუქტი ჩეულებრივი თამბაქოს პროდუქტია, რომელიც ქიმიურად მუშავდება ისე, რომ დაწვის ნაცვლად გახურებით მოხდეს მისი აორთქლება. ქიმიურად დამუშავების დროს კი ემატება ტოქსინები, რომელთა გავლენა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და ჯანმო ამბობს, რომ შესაძლოა უფრო საზიანო იყოს სიგარეტზე. ამიტომ ყველა ეს პროდუქტი თამბაქსო მსგავსად უნდა დარეგულირდეს. ამიტომ, სადაც აკრძალულია თამბაქო, აკრძალულია ელექტრო სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოც.

საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელსაც აკრძალული აქვს მსგავსი პროდუქცია. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ასეთი ყოფილიყო საქართველოც. დღეს, ელ. სიგარეტის სითხეებზე დაბალია დაბეგვრის რეჟიმი და ელექტრო სიგარეტის სითხეებზე გადასახადი უნდა გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა თამბაქოს პროდუქტებს, რათა მათზე არ გაიზარდოს მოთხოვნა. ამაზე საუბარი უკვე მიდის კანონმდებლობა რომ შეიცვალოს“, - განაცხადა ბახტურიძემ ,,საქმეში“.

https://www.bpn.ge/article/87545-carmatebis-15-gakvetili-msoplio-donis-briliantis-dilerisgan