
ჰა ჯუნ-ჩანგი – განვითარების ეკონომიკა ლიბერალური ეკონომიკური შეხედულებების წინააღმდეგ
ჰა ჯუნ-ჩანგი 1963 წელს დაიბადა სეულში. ის იზრდებოდა კორეული ეკონომიკური სასწაულის პარალელურად, რომელიც განმანათლებელი დიქტატორის პაკ ჩონ ჰის მიერ ხორციელდებოდა. სამხრეთკორეული კეთილდღეობის მთავარი არქიტექტორი სწორედ დიქტატორი პაკ ჩონ ჰი გახლდათ. ლიბერალური ეკონომიკური ხედვის მქონე არასწორი დიქტატორის, ავგუსტო პინოჩეტისგან განსხვავებით გენერალი პაკი სწორი დიქტატორი იყო, დიახ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პაკ ჩონ ჰიმ საკუთარი ძალაუფლება თავისუფალი ვაჭრობის დასამყარებლად კი არ გამოიყენა, არამედ წარმოების განსავითარებლად.
დიქტატორი საჭირო იყო იმისთვის, რომ წარმეტებული, ინოვაციური სახელმწიფო საწარმოების შექმნა მომხდარიყო, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ფოლადის მწარმოებელი კომპანია “პოსკო” (POSCO), რომლის ფოლადზეც არის დამოკიდებული აღმოსავლეთაზიური ეკონომიკების უმრავლესობა და რომელიც 2010 წლის მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ფოლადის მწარმოებელი კომპანია იყო საბაზრო ღირებულების მიხედვით.
დიქტატორი საჭირო იყო იმისთვის, რომ კომპანიები რომლებიც ტექსტილის ბიზნესით იყვნენ დაკავაბულები, პროფილი შეეცვალათ და მაგალითად გემთშენებლობით დაკავებულიყვნენ.
როდესაც რეფორმატორი დიქტატორი, პაკ ჩონ ჰი სამხრეთკორეული დაზვერვის ხელმძღვანელმა მოკლამ (ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მკვლელი ამერიკული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ის აგენტი იყო) ჰა ჯუნ-ჩანგი მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო და თავის წიგნში ხშირად იხსენებს ამ პერიოდს, კორეული ინდუსტრიული გარღვევის ხანას, რომელიც უამრავი სირთულით ხასიათდებოდა, მაგალითად ეროვნული თვითშეღუდვითაც კი, დიდი მიზნის მიღწევის სურვილით, რაც საბოლოო ჯამში მიღწეულ იქნა.
რაში მდგომარეობდა სამხრეთ კორეის ფენომენალური ეკონომიკური ზრდის მიზეზები?
ვერ ვიტყვით რომ სამხრეთ კორეას კარგი სასტარტო პოზიციები ჰქონდა, პირიქით, ის მაგალითად XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ კორეაზე ბევრად უფრო უარეს მდგომაეობაში იყო. კორეელებს ვერც იმას დავაბრალებთ რომ სხვებზე ჭკვიანები და ნიჭიერები არიან, საპირისპიროდ, საუკუნის წინ კორეელები ზარმაცებად და არაცნობისმოყვარეებად ითვლებოდნენ. ვერც იმას ვიტყვით, რომ კორეელების წარმატება ამერიკელების ფინანსური დახმარებით არის გამოწვეული, რადაგანაც ამერიკელები ფულს ბევრ სხვადასხვა ქვეყანას აძლევდნენ, მაგრამ წარმატებას სულ რამდენიმე მათგანმა მიაღწია. ხშირ შემთხვევაში აშშ-სთან ეკონომიკური კავშირების დამყარება განვითარებადი ქბეყნებისთვის ლიბერალური მაკროეკონომიკური სტანდარტების თავს მოხვევით მთავრდებოდა.
სამხრეთ კორეის წარმატება პირველ რიგში განპირობებული იყო იმით, რომ გენერალმა პაკმა განვითარების ლიბერალური ეკონომიკური მოდელი კი არ აირჩია, არამედ “ლისტისეული,”(XIX საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი გერმანელი ეკონომისტი, ფრიდრიხ ლისტი) რომელიც გულისხმობდა პროტექციონიზმს, ინდუსტრიალიზაციას, ბაზრის კონტროლს და ექსპორტის სტიმულაციას. წლების განმავლობაში სამხრეთ კორეა განვითარების “ლისტისეული” მოდელის ერთგული რჩებოდა, იმის მიუხედავად რომ მსოფლიო თანამეგობრობა მას აქტიურად ურჩევდა ლიბერალურ მოდელზე გადასვლას. კორეის ხელისუფლებამ მხოლოდ 90-იან წლებში გადაუხვია “ვაშინგტონის კონსენსუსის” გზაზე და შედეგმაც არ დააყოვნა; 1997 წელს აღმოსავლეთ აზიაში ფინანსური კრიზისი მოხდა, რამაც საგრძნობი ზიანი მიაყენა კორეის ეკონომიკას.
ჰა ჯუნ-ჩანგმა კარგად გაათვიცნობიერა სამხრეთ კორეის ეკონომიკური წარმატების გამოცდილება და მისი რეზუმირება მოახდინა თავის წიგნში – [Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret History of Capitalism]. ჩანგი დღეს გამეფებული მეინსტრიმული ეკონომიკური ხედვის საწინააღმდეგოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ “განვითარების ეკონომიკა” ანუ ის გზა რაც სამხრეთ კორეამ განვლო არის ერთადერთი სწორი გზა ეკონომიკური წარმატების მისაღწევად და არა მაგალითად ნეოლობერალური. XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გერმანელი ეკონომისტი, ფრიდრიხ ლისტი თავის ძირითად ნაშრომში [National System of Political Economy] პოლიტიკური ეკონომიკის ნაციონალური სისტემა წერდა: “ვინც მაღალ სიმაღლეებზე მწვერვალს მიაღწია, მათი საყვარელი და თან მოხერხებული მანევრია იმ კიბის გადაგდება, რომლის საშუალებითაც ისინი ამ სიმაღლეზე ავიდნენ, რათა სხვამ ვერავინ შეძლოს მათი წარმატების გამეორება” სწორედ ეს კიბის გადაგდების ტაქტიკა აირჩია დასავლეთმა განვითარებადი ქვეყნებისთვის. ის, რაც თითქმის 2 საუკუნის წინ შეამჩნია ფრიდრიხ ლისტმა, დღეს ჰა ჯუნ-ჩანგმა კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში. მისმა წიგნმა “ცუდი სამარიტანელები. მითი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და კაპიტალიზმის საიდუმლოს ისტორია” საკმაოდ მძლავრი დარტყმა მიაყენა ნეოლიბერალურ ეკონომიკურ დღის წესრიგს.
ჰა ჯუნ-ჩანგი დღეს კემბრიჯში ეკონომიკის პროფესორია და თავისუფალი ვაჭრობის 2 უმთავრესი დასავლელი კრიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ სტიგლიცის და ნორვეგიელი ეკონომისტის ერიკ რაინერტის მოსწავლეა, რომელიც საკულტო წიგნი ავტორი გახლავთ “როგორ გახდნენ მდიდარი ქვეყნები მდიდრები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად”. ჰა ჯუნ-ჩანგი არის ერთგვარი ეკონომიკური ანტი-ნობელის – გუნარ მურდალის პრემიის ლაურეატი, რომელსაც სახელი ცნობილი შვედი ეკონომისტის, ლიბერალური ეკონომიკური მოდელის კონცეპტუალური კრიტიკოსის გუნარ მურდალის საპატივცემულოდ მიენიჭა. ამ პრემიის ლაურეტების სიის მიხედვით შეგიძლიათ თვალი ვადევნოთ თუ რა ხდება ეკონომიკურ ანტილიბერალურ აზრში.
ჰა ჯუნ-ჩანგის მთავარი მიღწევა “განვითარების ეკონომიკის” პოპულარიზაცია და ნეოლიბერალური მანტრების კრიტიკაა, ისეთების როგორიცაა: “პრივატიაზაცია კარგია”, “ეკონომიკური განვითარებისთვის მთავარია კორუფციის დამარცხება”, “სახელმწიფო ეკონომიკა არაეფექტურია, ეფექტურია მხოლოდ კერძო სექტორი,” “ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც უკეთესად გამოსდის”, “პენსია – მომავალი თაობების მიერ საზიდი ტვირთია”, “დემოკრატია ყოველთვის კარგ ეკონომიკას შობს, ხოლო დიქტატურა – ცუდს,” “ეკონომიკაში არ არსებობს მორალი, მთავარია მოგების ნორმა”, “ეკონომიკაში ხალხის გარკვევა მხოლოდ დასავლეთში ნასწავლ ეკონომისტებს ძალუძთ.”
ამ თეზისებიდან ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას თავში აქვს გამჯდარი, რასაც არანაირი ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ეს თეზისები თითიდანაა გამოწოვილი და ლიბერალური ეკონომიკური პუბლიცისტიკის მიერ იქნა თავს მოხვეული როგორც განვითარებული, ასე განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობებისთვის. აქამდე ლიბერალური ეკონომიკური მოდელი მთავარ ალტერნატივას მარქსიზმი წარმოადგენდა, რომელიც რეალურად საკმაოდ ერთფეროვნად გამოიყურებოდა. მარქსისტული ან ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელებისგან განსხვავებით “განვითარების ეკონომიკა”, გვთავაზობს სრულიად ახლებურ ხედვას, რომელიც პირველ რიგში წარმატებულ ისტორიულ გამოცდილებაზეა დამყარებული და ჰაერში არაა შემქნილი.
“1973 წელს პრიზიდენტმა პაკმა დაიწყო მძიმე ქიმიური მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის პროგრამა (Heavy-Chemical Industry). შეიქმნა პირველი ფოლადის მწარმოებელი ქარხანა (POSCO), შეიქმნა გემთმშენებელი ქარხნები, ქვეყანაში დაიწყო მსუბუქი ავტომობილები წარმოებაც (რომლებიც ძირითადად იმპორტული მაკომპლექტებლებით იწყობოდა). სახელმწიფოს მიერ ან მისი აქტიური ჩარევით, რაც ხადახან კომპანიების იძულებამდეც კი დადიოდა, იქმნებოდა ახალი საწარმოები ელექტრონიკაში, მანქანათმშენებლობაში და იმ დროის სხვა მაღალტექნოლოგიურ დარგებში.
1972-1979 წლებში სამხრეთ კორეაში მშპ-ის ზრდამ ერთ სულ მოსახლეზე ფენომენალურ მასშტაბებს მიაღწია და მიახლოვებით 5-ჯერ გაიზრდა. ექსპორტი კი უფრო სწრაფად იზრდებოდა და ამერიკულ დოლარში გაანგარიშებით 9-ჯერ გაიზრდა.”
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის