აშშ-ში 27-მა ბიზნეს ჯგუფმა შეიტანა საჩივარი ვაქცინის მანდატის წინააღდეგ უზენაეს სასამართლოში

აშშ-ში 27-მა ბიზნეს ჯგუფმა შეიტანა საჩივარი ვაქცინის მანდატის წინააღდეგ უზენაეს სასამართლოში

ორ ათეულზე მეტმა ბიზნესმა შეიტანა საჩივარი აშშ-ს უზენაეს სასამართლოში პარასკევს გვიან ღამით მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ნება დართო დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, განაახლოს ვაქცინის მანდატი მსხვილ დამსაქმებლებზე.

ბიზნესებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში მიიტანეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეექვსე ოლქის სააპელაციო სასამართლომ პარასკევს გვიან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციას (OSHA)  მანდატების აღსრულება განაახლოს.

OSHA ვაქცინის მანდატის გამოქვეყნებისთანავე, The Daily Wire იყო პირველი მსხვილი კომპანია, რომელმაც სარჩელი შეიტანა ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, როგორც კომპანიამ.

სარჩელი არ იკავებს პოზიციას იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ვინმემ ვაქცინა, მხოლოდ ბაიდენის მანდატის წინააღმდეგ, რომელიც გამოცხადდა ამ წლის დასაწყისში და გამოქვეყნდა ხუთშაბათს დილით. მანდატი ვრცელდება ყველა კომპანიაზე, სადაც 100 ან მეტი თანამშრომელია და აიძულებს ამ ბიზნესს გააკონტროლონ თავიანთი თანამშრომლების ვაქცინის სტატუსი. Daily Wire, 100-ზე მეტი თანამშრომლით, ექვემდებარება მანდატს.