დიმიტრი პესკოვი – იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჩნდება, ყველაფერი უარესდება

დიმიტრი პესკოვი – იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჩნდება, ყველაფერი უარესდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, იქ, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩნდება, ყველაფერი უარესდება.

„საქართველოს სააკაშვილთან დაკავშირებით საქმე რთულად აქვს. ის სრულად იდუმალებით მოცული ელემენტია, რადგან იქ, სადაც ჩნდება სააკაშვილი, ჯერ ყველაფერი ცუდი ხდება, შემდეგ სასაცილო, მერე კი ყველაფერი უფრო ცუდადაა. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ დადის საქართველო ერთსა და იმავე ნაკვალევზე,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა RTVI-სთან ინტერვიუში.

დიმიტრი პესკოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე რუსეთისთვის ზურგის შექცევა დაიწყო.

„შემდეგ სააკაშვილმა უგუნურება ჩაიდინა და ომი გააჩაღა, რის შედეგადაც საქართველომ კონსტიტუციაში ნატოში გაწევრიანების განზრახვა დააფიქსირა. ახლა საქართველო და რუსეთი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.