
სემეკმა 6 კომპანია დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000-5-000 ლარით, 6 კომპანია დააჯარიმა.
სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველია კომპანიების მიერ რეგულაციების დარღვევა.
კერძოდ, როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარმოადგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტის ანგარიშები.
„5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა შპს „ფერს“, შპს „სუპორჰესს“, შპს „ენერგიას“, შპს „ჯონოული 1“-ს, შპს „მაქსანია-2014“-ს, შპს „ჰიდროენერჯის“. ამასთან, კომპანიებს განემარტათ, რომ არაუგვიანეს 1-ელ თებერვლამდე ფინანსური ანგარიშგების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია მათთან მიმართებით საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე კვლავ იმსჯელებს“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის