გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ოფიციალური ვიზიტისას ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობას, რათა უკრაინის გამო კონფლიქტის თავიდან არიდება მოხდეს.

„რუსეთთან მიმართებაში ევროპელებისა და აშშ-ის მთავრობის საერთო გზავნილი ნათელია: რუსეთის ქმედებებს შესაბამისი საფასური მოჰყვება. ამ ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია,“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

„ჩვენ გადამყვეტ ფაზაში შევდივართ, სადაც სხვადასხვა დონეზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა გარდაუვალია. მაშინაც კი, თუ მოლაპარაკებების ფორმატები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ტრანსატლანტიკური პარტნიორების გზავნილები რუსეთის მთავრობის მიმართ ყოველთვის ერთი და იგივეა,“- დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს 10 იანვარს ჟენევაში გამართავენ.  12 იანვარს ნატოს მიერ დაგეგმილი მოკავშირეთა ელჩებისა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა გაიმართება.