რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის გამო, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის გამო, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მოლდოვის პარლამენტმა  ბუნებრივი აირის კრიზის გამო ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მოლდოვის მთელს ტერიტორიაზე 60 დღით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

საგანგებო მდგომარეობის შესახებ ინიციატივას მოლდოვის პარლამენტის 50-მა წევრმა დაუჭირა მხარი. პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის არსებობის გამო მიიღო. „გაზპრომი“ მოლდოვას დავალიანების გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.

მოლდოვის ხელისუფლებამ კომპანია „გაზპრომს“ იანვრის თვის ბუნებრივი აირის გადასახის გადავადების თხოვნით მიმართა, თუმცა კომპანიას თხოვნაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.

მოლდოვასა და „გაზპრომს“ შორის ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტთან დაკავშირებით წინააღმდეგობები ბუნებრივი აირის ფასის გადაჭარბებული ზრდის გამო წარმოიშვა. სექტემბერში მოლდოვამ კომპანიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ვალდებულება აიღო, რომ ვალს დაფარავდა, მაგრამ „მოლდოვა გაზს“ იანვრის თვის გაზის მიწოდების დავალიანების დასაფარად საკმარისი თანხა არ აქვს.