
2021 წელს გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა
გერმანიის ფედერალური მთავრობის სტატისტიკამ აჩვენა, რომ 2021 წელს ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 2001 წელს ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისმა სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყო.
2021 წელს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის რიცხვი 6%-ით გაიზარდა. პოლიციამ ჯამში 47 303 დანაშაულის ფაქტი აღრიცხა.
გერმანული გაზეთის Die Welt-ის იფორმაციით, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის ზრდა ულტრამემარჯვენე ან ულტრამემარცხენე ექსტრემისტების აქტივობის ზრდით არ არის გამოწვეული. მსგავსი ტიპის დანაშაულის ზრდა, სავარაუდოდოდ, იმ ზეგავლენამ გამოიწვია, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გერმანიის მოსახლეობაზე მოახდინა.
სახელმწიფოს მონაცემებით, პოლიციამ ულტრამემარჯვენე მოტივაციით ჩადენილი 19000 დანაშაული აღრიცხა, 9000 დანაშაული ულტრამემარცხენე ექსტრემისტებმა ჩაიდინეს, 17 000 დანაშაული კატეგორიზებული არ იყო.
2021 წლის სტატისტიკამ აჩვენა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა წინა წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში გერმანიაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები გერმანიის მთავრობის მიერ ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს და შეზღუდვების პოლიტიკას აპროტესტებდნენ. გასული წლის აგვისტოში ბერლინში ლოკდაუნის მოწინააღმდეგე მოძრაობის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 600-მდე ადამიანი დააკავეს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის