CNN: აშშ-ის საელჩო უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას გეგმავს

CNN: აშშ-ის საელჩო უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას გეგმავს

კიევში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს თხოვნით მიმართა, რომ საელჩოს ყველა არაარსებითი თანამშრომლისა და მათი ოჯახების ქვეყნიდან გამგზავრების ნებართვა გასცეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპარტამენტი განცხადებას არ გააკეთებს.

„ჩვენ მკაცრ საგანგებო დაგეგმვას ვახორციელებთ, როგორც ყოველთვის, როდესაც უსაფრთხოების მხრივ ვითარება უარესდება,“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა CNN-ს აცნობა, რომ კიევში აშშ-ის დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია „სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.“ მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია აშშ-მა უკრაინას უკვე მიაწოდა. წყაროს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა „გადაჭარბებული რეაქცია“ იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეჭრის საფრთხის არსებობის გამო ამერიკელებს უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.