უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეორე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეორე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეორე პარტია მიიღო. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის სამხედრო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი დაეშვა.

2022 წლის დახმარების პირველი პაკეტის ფარგლებში,  უკრაინამ 22 იანვარს აშშ-სგან 90 ტონა იარაღი მიიღო.

სამხედრო დახმარების ახალი პარტიის ფარგლებში კიევს შეერთებული შტატებისგან ერთჯერადი ყუმბარმტყორცნები –  M141 Bunker Defeat Munition და  Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები გადაეცა.

პენტაგონის ვებგვერდზე 21 იანვრით დათარიღებული ფოტოები გამოქვეყნდა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ მზადდება საბრძოლო მასალა, იარაღი და სხვა აღჭურვილობა უკრაინაში გასაგზავნად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, დახმარების მეორე პარტიის ფარგლებში უკრაინამ აშშ-სგან 80 ტონაზე მეტი შეიარაღება მიიღო.

„80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან და ეს ბოლო არ არის,“- დაწერა ალექსეი რეზნიკოვმა Twitter-ზე.