რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ზრდის გამო დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ზრდის გამო დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო

Sky News-ის ინფორმაციით, აშშ-ის მსგავსად დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კიევში ბრიტანეთის საელჩო ღია რჩება და მუშაობას განაგრძობს.

„რუსეთიდან მზარდი საფრთხის საპასუხოდ, საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები კიევიდან გაიწვიეს,“- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

BBC-ის ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლების ნახევარი კიევს დატოვებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატების ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილება ნაჩქარევია და უკრაინაში მყოფ უცხოელ დიპლომატებს საფრთხე არ ემუქრებათ.