ბრიტანეთის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რომ ქალების უმრავლესობა 30 წლის ასაკში უშვილოა

ბრიტანეთის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რომ ქალების უმრავლესობა 30 წლის ასაკში უშვილოა

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 1990 წელს დაბადებული, ანუ, 30 წლის ასაკს მიღწეული ქალების 50,1 პროცენტს არ ჰყავს შვილი.

ბრიტანეთში იმ ქალების პროცენტული ოდენობა, რომელთაც მიაღწიეს ნაყოფიერების ზღვრულ ასაკს ისე, რომ არ იყოლიეს შვილი, მუდმივად იზრდება 1970-იანი წლების ბოლოდან, როცა ქალების დაახლოებით 20 პროცენტი იყო უშვილო. 1990 წლისთვის კი ეს ციფრი 37 პროცენტრამდე გაიზარდა.

სტატისტიკური კვლევების შედეგების შეფასებისას ხანდაზმულობის და დემოგრაფიის ცენტრის წარმომადგენელმა ამანდა შარფმენმა აღნიშნა, რომ ორსულობის გადადება გვიანი ასაკისთვის კვლავ შეინიშნება 1990 წელს დაბადებულ ქალებში, რომელთა ნახევარსაც 30 წლის ასაკისთვის შვილი არ ჰყავთ. მისივე ცნობით, დაკვირვებამ ცხადყო, რომ 30 წელს მიღწეული უშვილო ქალების პროცენტული ოდენობა, რომელიც 1941 წელს დაბადებულ ქალებში 18%-ს შეადგენდა, განაგრძობს ზრდას.

იმ ქალების რაოდენობის შემცირება, რომლებიც 30 წლის ასაკამდე აჩენდნენ ბავშვებს, ემთხვევა 1970-იან წლებში მთავრობის მიერ ახალი პოლიტიკის დანერგვას, რაც მიზნად ისახავდა ქალების მასიურად დასაქმებას.

ასე რომ, ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ არჩეულმა არასწორმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო დემოგრაფიული კრიზისის შექმნას ქვეყანაში. იმის მაგივრად, რომ მთავრობას ხელი შეეწყო ახლადშექმნილი ოჯახებისთვის, პირიქით ოჯახის წინააღმდეგ მიმართა თავისი პოლიტიკა, ქალებს დაატოვებინა ოჯახები და შეუქმნა ისეთი პირობები, რომ აიძულა, მასიურად დასაქმებულიყვნენ, რამაც  შესაბამისად, გამოიწვია სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა. რეპროდუქციული ასაკის, 30 წლამდე ქალები  შვილებს აღარ აჩენენ და დღესდღეობით, უშვილო ქალების რაოდენობამ რეკორდულ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია.

Tags: საზოგადოება