
შვეიცარიელმა მამაკაცმა პენსიაზე ერთი წლით ადრე გასვლის მიზნით სქესი შეიცვლა
შვეიცარიელებს ახლა უკვე ოფიციალურად შეუძლიათ თავიანთი სქესის შეცვლა სულ რაღაც 75 შვეიცარიულ ფრანკად
1 იანვარს შვეიცარიაში შემოღებული ახალი წესების თანახმად, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა საშუალება, უარი თქვას მისთვის ღმერთისგან ბოძებულ ბუნებით მინიჭებულ სქესზე, აირჩიოს მისთვის სასურველი გენდერი და ასევე, შეიცვალოს სახელი სულ რაღაც 75 შევეიცარიული ფრანკის საფასურად.
როგორც კი აღნიშნული წესები იქნა შემოღებული, 64 წლის შვეიცარიელმა მამაკაცმა განაცხადი შეიტანა სქესის შეცვლის თაობაზე იმ მოტივით, რომ ერთი წლით ადრე მიიღოს თავისი კუთვნილი პენსია.
მიუხედავად იმისა, რომ სქესის ოფიციალურად შეცვლის ფორმალობებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს და მოქმედებს გარკვეული რეგულაციები, რომელიც იცავს ცალკეულ პირებს სხვადახვა შეურაცხყოფის მიყენებისგან თუ ცუდად მოპყრობისგან, ახლადშემოღებულმა პოლიტიკამ მაინც გააჩინა ბევრი გაურკვევლობა თუ კითხვები იმის თაობაზე, თუ მომავალში თავად ცალკეული პირები რამდენად შეეცდებიან ბოროტად გამოიყენონ არსებული სისტემა თავიანთ სასარგებლოდ. მაგალითად, აღნიშნულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, უარი თქვან სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.
სოციალური მედიის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 17 წლის ასაკის ვაჟი არად დაგიდევთ სქესის შეცვლაზე განაცხადის შეტანას, თუ აღნიშნული მას გაათავისუფლებს წვევამდელობიდან. მითუმეტეს, თუ 30 წლის ასაკში მას ისევ ექნება შესაძლებლობა თავისი პირვანდელი სქესი დაიბრუნოს და გახდეს ისევ მამაკაცი. და ეს ყველაფერი სულ რაღაც 150 შვეიცარიული ფრანკის საფასურად შეიძლება მოგვარდეს.
მაგალითად, აშშ-ში ბიოლოგიური მამაკაცები, რომელთაც შეიცვალეს სქესი, წარმატებულად ასპარეზობენ ქალების სპორტულ შეჯიბრებებში, რეკორდებსაც ხსნიან და ბიოლოგიური ქალების კუთვნილ სტიპენდიებსა თუ ჯილდოებს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე „ითვისებენ“.
Tags: მსოფლიო საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის