რუსეთი მეტად არის მზად დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესებისთვის, ვიდრე ევროკავშირი გაზის მიწოდების შეზღუდვისთვის

რუსეთი მეტად არის მზად დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესებისთვის, ვიდრე ევროკავშირი გაზის მიწოდების შეზღუდვისთვის

„ბოლო წლებში რუსეთის რეზისტენტულობა ეკონომიკური სანქციების მიმართ საგრძნობლად მდგრადი გახდა, უცხოურ ვალუტაში რეზერვების გაზრდით. აღნიშნულით რუსეთმა იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ გაზის მიწოდების პოტენციური შემცირებისთვის მზადყოფნის გაძლიერების კუთხით“, დაწერა თავის ბლოგში ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში ევროპაში გაზის საფასური 6-10-ჯერ გაიზარდა.

„სერიოზულმა კრიზისმა, რომელსაც ახლა გავდივართ რუსეთთან ურთიერთობაში, არსებულ ვითარებაში დააყენა გაზის არა მარტო ფასების, არამედ მიწოდების უზრუნველყოფის საკითხიც“, ხაზგასმით აღნიშნმა ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატმა. ბორელის სიტყვების თანახმად, ევროკავშირში გაზის იმპორტის 40%-ზე მეტი  მოდის რუსეთზე. მან მიუთითა რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობაზე.

„რუსეთმა ადრე უკვე გამოიყენა ენერგორესურსების მიწოდების საკითხი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის“, განაცხადა ბორელმა და იქვე დასძინა, რომ ევროკავშირი და აშშ ინტენსიურად მუშაობენ, თანამშრომლობის გასაძლიერებლად თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით.

„შეერთებული შტატების გარდა ჩვენ ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნორვეგიასთან, ყატართან, აზერბაიჯანთან, ალჟირთან და სხვა ქვეყნებთან თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების გაფართოების საკითხთან დაკავშირებით“, განმარტა ევროკავშირის წარმომადგენელმა და მიუთითა ამ სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე სხვადასხვა სახელმწიფოებთან.

პარალელურად ევეროკავშირი განაგრძობს ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებისთვის მუშაობას. მაგალითად, როგორიცაა, წყალბადის და მზის ენერგეტიკა.

4 თებერვალს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ განიხილავს ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ევროპაში, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში და შეაჩერებს რუსეთის გაზის მიწოდებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა შეუწყვიტოს გაზის მიწოდება ევროპას, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი დაუწესებს მას სანქციებს სამხედრო აგრესიის გამოვლინების გამო. რუსეთის მხარემ არაერთგზის განაცხადა, რომ იგი არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას.

Tags: ეკონომიკა პოლიტიკა რუსეთი