
ესპანეთში 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებს ასწავლიან, რომ სქესი ეს არის სოციალური აგებულება და არა ბიოლოგიური მოცემულობა
ესპანეთში ბავშვებს შეასწავლიან, თუ როგორ მოიპოვონ „პირადი დამოუკიდებლობა“ და „განავითარონ საკუთარი თავის პოზიტიური, დაბალანსებული და სხვებთან გათანაბრებული სახე, რომელიც თავისუფალი იქნება სექსისტური და დისკრიმინაციული სტერეოტიპებისგან“.
როგორც ცნობილი გახადა, მთავრობის მიერ დამტკიცებული საკმაოდ წინააღმდეგობრივი და სადავო სასწავლო პროგრამა, რომელშიც გენდერი აღწერილია, როგორც სოციალური კონსტრუქცია, რომელიც პატარა ბავშვმა თავად უნდა აღმოაჩინოს, და არა ადამიანის დაბადებისთანავე დაფიქსირებული ბიოლოგიურ ფაქტი, მომავალ სასწავლო წელს ესპანეთის ყველა სკოლაში დაინერგება.
ქვეყნის მინისტრთა საბჭომ ადრეული საბავშვო განათლების ახალი სასწავლო პროგრამის შესწორებული ვერსია დაამტკიცა სამშაბათს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სკოლამდელი ასაკის, ანუ, 6 წლის და უმცროსი ბავშვები ისწავლიან სახელმწიფოს მიერ რეგულირებული სახელმძღვანელოთი.
მიუხედავად საწინააღმდეგო მოსაზრებებისა, სასწავლო პროგრამის ადრეულ ვერსიაში არსებულ მთელ რიგ ძირითად ტერმინებთან დაკავშირებით, რომელიც გამოითქვა ქვეყნის ყოფილი განათლების მინისტრის, სოციალისტ იზაბელ კელას მიერ, ესპანეთის ხელისუფლებამ სასწავლო პროგრამაში დატოვა აღნიშნული საკამათო ფრაზები, სადაც მითითებულია „გენდერის აგებულება“ და „სექსუალობის აღმოჩენა“ და ასევე, აღნიშნა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ავტონომიური საზოგადოებები ახორციელებენ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამას, 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებს შესაძლოა შეასწავლონ, რომ გენდერი არ არის ორობითი და შესაბამისად, მათ თავად შეუძლიათ შეარჩიონ თავიანთთვის სასურველი და მისაღები გენდერი და სექსუალობა.
ადრეული საბავშვო განათლების სასწავლო პროგრამის მიზანი, რომელიც დამტკიცებულ იქნა ქვეყნის ამჟამინდელი განათლების მინისტრის მიერ, წარმოადგენს „პროგრესულ განვითარებას და კარგი საფუძვლის ჩაყრას იმისთვის, რომ გამარტივდეს თითოეული ბიჭის და თითოეული გოგონას მაქსიმალური განვითარება“.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს გეგმას ახალ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით ფართოდ აკრიტიკებენ. მადრიდის საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე გააკრიტიკა ხელისუფლება და განაცხადა, რომ არასწორი იყო პატარა ბავშვებისთვის ესწავლებინათ გენდერის აგებულების შესახებ.
სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმა გააკრიტიკა ასევე, გრანადას უნივერსიტეტის სამართლის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორმა და მას „მცდარი იდეა უწოდა“. „ადამიანის სახეობას აქვს ორი სქესი: მდედრობითი და მამრობითი. ამათ კი უნდათ, ეს უტყუარი ჭეშმარიტება უარყონ და ბავშვები დაარწმუნონ იმაში, რომ თითქოს, ბიოლოგიური სქესი არ არსებობს. ეს არის არასერიოზული და არამეცნიერული მიდგომა“, განაცხადა უნივერსიტეტის პროფესორმა.
Tags: კულტურა საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის