ტრამპის ახლადშექმნილი სოციალური ქსელი სატესტო რეჟიმს გადის

ტრამპის ახლადშექმნილი სოციალური ქსელი სატესტო რეჟიმს გადის

სოციალური ქსელის მომხმარებელი მალე შეძლებს ახალი სოციალური ქსელით სარგებლობას, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ამჟამად „თრუს სოშალს“, ანუ, სიმართლის სოციალურ ქსელს, საცდელი გამოცდის ფარგლებში, 500-მდე ბეტა-მომხმარებელი იყენებს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება სააგენტო „როიტერის“ მიერ.

დაახლოებით ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ტრამპი პოპულარული სოციალური მედიებიდან, როგორიცაა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ალფაბესტი“ და „იუთუბი“, დაბლოკეს, ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საკუთარი სოციალური ქსელი შეექმნა და შექმნა კიდეც. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ქსელი მზად არის და მალე ფართო მოხმარების სოციალურ მედია საშუალებად გადაიქცევა.

სოციალური მედიის კორპორაციებმა ერთობლივი გადაწყვეტილება, ექსპრეზიდენტის სოციალური ქსელებიდან დაბლოკვის შესახებ, მიიღეს 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით, როცა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.

ტრამპის გარდა ბევრ სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფის წარმომადგენლებსაც გაუუქმეს სოციალური ქსელის ანგარიშები. და სწორედ მაშინ დაიბადა იდეა ახალი სოციალური ქსელის შექმნის შესახებ. ტრამპის ერთ-ერთმა კომპანიამ „ტრამპ მედია ენდ ტექნოლოჯიმ“ შექმნა ახალი სოციალური ქსელი „ცენზურის“ გარეშე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ნანსი სოციალური ქსელის ამოქმედებას მარტში აანონსებს.

Tags: აშშ