GLAAD-ის კვლევის მიხედვით, LGBTQ პერსონაჟების რეკორდული რაოდენობა გამოჩნდა ტელევიზიის, საკაბელო-სატელევიზიო არხებისა და ინტერნეტ-ტელევიზიის სფეროში

GLAAD-ის კვლევის მიხედვით, LGBTQ პერსონაჟების რეკორდული რაოდენობა გამოჩნდა ტელევიზიის, საკაბელო-სატელევიზიო არხებისა და ინტერნეტ-ტელევიზიის სფეროში

ამერიკის არასამთავრობო მედია მონიტორინგის ორგანიზაცია GLAAD-ის წლიური კვლევის თანახმად, სცენარის მიხედვით გადაღებულ სატელევიზიო სერიალებში LGBTQ პერსონაჟების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

“ტელევიზია წარმოადგენს წამყვან გასართობ საშუალებას, რომელიც მაყურებელს სთავაზობს სხვადასხვა ისტორიებს LGBTQ თემის წარმომადგენლების შესახებ”, განაცხადა GLAAD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა.

უამრავ სტრიმინგ სერვისს შორის, რომლის საშუალებითაც გადის LGBTQ თემაზე გადაღებული სხვადასხვა სერიალი თუ გადაცემა და სადაც განიხილება LGBTQ წარმომადგენლების საზოგადოებაში ჩართულობის საკითხი, Netflix-ი  მუდმივად ლიდერობდა და დღესაც პირველ ადგილზეა თავისი 155 LGBTQ პერსონაჟით, რომელიც რეგულარულად ჩნდება კომედიურ სერიალებსა თუ დრამაში, ნათქვამია GLAAD-ის კვლევაში.

უფლებათადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია GLAAD-ის თანახმად, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა სატელევიზიო ინდუსტრიის პროდუქცია, რაც თავისთავად აისახა LGBTQ-თან დაკავშირებული თემების გაშუქებაზეც. თუმცა, სამაგიეროდ, საგრძნობლად იმატა სტრიმინგ სერვისებმა, სადაც კვლავ აქტიურად დაიწყო აღნიშნულ თემაზე გადაღებული ფილმების თუ გადაცემების ჩვენება.

ამერიკის არასამთავრობო მედია მონიტორინგის ორგანიზაცია GLAAD-ის წლიურ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი LGBTQ პერსონაჟების რაოდენობა და მათი ეკრანზე საჯაროდ გამოჩენის სიხშირე სხვადასხვა სტრიმინგ სერვისების, სახელმწიფო, საკაბელო თუ ინტერნეტ ტელევიზიების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ის გადაცემები, ფილმები თუ სერიალები, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ LGBTQ თემის წარმომადგენლები, გადის დღისა და ღამის განმავლობაში დროის სწორედ იმ მონაკვეთებში, როდესაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ LGBTQ თემის წარმომადგენლები ფილმებში, სერიალებსა თუ გადაცემებში, ყოველთვის დადებითი კუთხით, პოზიტიურ პერსონაჟებად, ზოგჯერ კი დაჩაგრულ ადამიანებადაც კი არიან წარმოდგენილნი, რაც გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებაში ამ ტიპის ადამიანებისადმი გამოიწვიონ მეტი სიმპათია და თანაგრძნობა. ასევე, დაამკვიდრონ ტენდენცია, რომ ამ ადამიანების ცხოვრების ჩვეულებრივი წესიდან გადახრა სულაც არ არის პათოლოგია და პირიქით, ეს ყველაფერი სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია. სტრიმინგ სერვისები ცდილობენ აქტიური პროპაგანდა გაუწიონ LGBTQ თემის ადამიანებს, მათი ცხოვრების წესს და დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ეს ადამიანებიც საზოგადოების ჩვეულებრივი და სრულფასოვანი წევრები არიან, რომლებიც  სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ.

Tags: კულტურა ფსიქიკური აშლილობა მენტალური პრობლემები აშშ იდეოლოგია